სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პროექტის ასისტენტი

უკან

საია აცხადებს კონკურსს პროექტის iChange - მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმა ასისტენტის პოზიციაზე.

 

პროექტის მიზანია პორტალი iChange-ის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება.

iChange მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა. პეტიციების პლატფორმის მიზანია საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების ურთიერთდაახლოების გაადვილება.

პროექტი დაფინანსებულია USAID-ის მიერ, კარგი მმართველობის ინიციატივის ფარგლებში (Good Governance Initiative – GGI). პროექტი ხანგრძლივობა რვა თვე.

 

ასისტენტის ძირითადი ფუნქციები:

- პროექტის კოორდინატორთან შეთანხმებით დაგეგმოს პროექტის აქტივობები;

- უზრუნველყოს პროექტთან დაკავშირებული კამპანიების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების, კონფერენციების, მრგვალი მაგიდების და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება USAID -ის რეგულაციების გათვალისწინებით;

- ითანამშრომლოს საიას რეგიონული ოფისების წარმომადგენლებთან და ქონდეს მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარე აქტივობებთან დაკავშირებით;

- დაეხმაროს პროექტის კოორდინატორს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადებაში;

- უზრუნველყოს ქვე-კონტრაქტორებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათ მიერ გამოგზავნილი ანგარიშების  ტექნიკური ანალიზი;

- მოამზადოს სხვადასხვა ანგარიშები და განცხადებები;

- დაეხმაროს პროექტის კოორდინატორს პროექტის ტექნიკური მხარის სრულყოფილად წარმართვაში;

- უზრუნველყოს პროექტის ფარგლებში ლოჯისტიკური საქმეების მოგვარება, მათ შორის ადმინისტრაციული დოკუმენტების წარმოება;

- მონაწილეობა მიიღოს პროექტული აქტივობების დაგეგმვაში  და ორგანიზებაში.

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

- უმაღლესი განათლება ან სწავლების ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სოციალური მეცნიერებებში, საერთაშორისო სამართალში, ეკონომიკაში ან სხვა დაკავშირებული დარგში;

- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

- საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მუშაობის  გამოცდილება.

 

უნარ-ჩვევები:

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

- მაღალი შრომის დისციპლინა;

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

 

კონკურსის ეტაპები:

- განცხადების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- გასაუბრება -  მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.

დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე  კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 18 სექტემბერი, 18:00 საათი.

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე

ელ.ფოსტა - anitabdze@gyla.ge