სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტენდერი ბეჭდვითი მომსახურების გაწევაზე

უკან

საია აცხადებს ტენდერს პოლიგრაფიულ კომპანიებს შორის, ბეჭდვით მომსახურებაზე ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

 

ტენდერის ფარგლებში შესაძლოა შერჩეული იყოს ერთი ან რამდენიმე კომპანია, რომლებთანაც გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება და მის საფუძველზე განისაზღვრება მომსახურების გაწევის ზოგადი პირობები.

კონკურსანტმა კომპანიამ სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინოს შემდეგი საკონკურსო პირობების შესაბამისად, თითოეული კომპონენტის მიხედვით:

1. კვლევა #1

კვლევის მახასიათებლები:

- ზომა A5;

- გვერდების რაოდენობა: 140 + გარეკანი;

- შიგთავსი: 90 გრამიანი გლუვი ცარცი, ბეჭდვა 4+4;

- გარეკანი: 300 გრამიანი ცარცი ან ბრისტოლი, ბეჭდვა 4+0 + გლუვი ლამინაცია;

- აკინძვა: თერმული;

- ტირაჟი: ა) 300 ცალი; ბ) 500 ცალი.

 

2. კვლევა #2

კვლევის მახასიათებლები:

- ზომა A4;

- გვერდების რაოდენობა: 80 + გარეკანი;

- შიგთავსი: 80 გრამიანი ოფსეტი, ბეჭდვა 1+1;

- გარეკანი: 300 გრამიანი ცარცი ან ბრისტოლი, ბეჭდვა 4+0 + დისპერსიული ლაკი;

- აკინძვა-თერმული;

-ტირაჟი: ა) 300 ცალი; ბ) 500 ცალი.

 

3.  ანგარიში

ანგარიშის მახასიათებლები:

- ზომა A4;

- გვერდების რაოდენობა: 100 + გარეკანი;

- შიგთავსი: 135 გრამიანი გლუვი ცარცი, ბეჭდვა 4+4 + დისპერსიული ლაკი ყველა გვერდზე;

- გარეკანი: 300 გრამიანი ცარცი ან ბრისტოლი, ბეჭდვა 4+0 + სპარკლის ლამინაცია;

- აკინძვა: თერმული + შეკერვა;

- ტირაჟი: ა) 300 ცალი; ბ) 500 ცალი.

 

4. ლიფლეტი

ლიფლეტის მახასიათებლები:

- ზომა A4;

- 2 კეცვით (ე.წ. ბიგოვკა);

- 200-250 გრამიანი ცარცი, ბეჭდვა 4+4;

- ტირაჟი: ა)1000 ცალი; ბ) 3000 ცალი.

 

5.  პოსტერი

პოსტერის მახასიათებლები:

- ზომა A3;

- 300 გრამიანი ცარცი, 4 ფერიანი ბეჭდვა, ცალმხრივი;

- ტირაჟი: ა) 50 ცალი; ბ) 200 ცალი;

 

6. საკონფერენციო ჩანთები:

- ნაჭრის (ორგანიზაციული ბრენდირებით);

- რაოდენობა: ა) 300 ცალი; ბ) 500 ცალი.

 

7. საკონფერენციო ჩანთები:

- ქაღალდის (ორგანიზაციული ბრენდირებით);

- რაოდენობა: ა) 300 ცალი; ბ) 500 ცალი.

 

8.  საკონფერენციო პასტები (ორგანიზაციული ბრენდირებით)

- რაოდენობა: ა) 300 ცალი; ბ) 500 ცალი.

 

კონკურსანტს შეუძლია, დააკორექტიროს თითოეული კომპონენტის მახასიათებლები, თუ ეს არ იმოქმედებს მოთხოვნის ხარისხზე.

 

კონკურსანტს შეუძლია, სატენდერო წინადადება წარმოადგინოს ყველა ან მხოლოდ  რამდენიმე კომპონენტთან დაკავშირებით.

 

სხვა პირობები:

საქონლის მიწოდების სასურველი ვადა: შეკვეთის გაფორმებიდან 7-10 დღე

საქონლის მიწოდების ადგილი: თბილისი

ანაზღაურება: საქონლის მიწოდებიდან 2 სამუშაო დღე

 

აღნიშნული ტენდერი არ მოიცავს პროდუქციის დიზაინის მომზადებას.

წარმოდგენილი განაცხადები შეფასდება ფასისა და ხარისხის საფუძველზე.

 

განაცხადის წარდგენა

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

- ინფორმაცია კომპანიის შესახებ;

- ძირითადი სატენდერო ინფორმაცია, სადაც მითითებული იქნება ფასები ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების მიხედვით;

- თითო ნიმუში ფასებში მითითებული ხარისხის/ტექნიკური მონაცემების მიხედვით (წარსულში შექმნილი მასალა).

 

განაცხადები მიიღება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში, არაუგვიანეს 2016 წლის 30 იანვრისა, მისამართზე: თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15.  მე-2 სართული

დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ მოგვართოთ ელექტრონული მისამართზე: khatuna@gyla.ge (საგანში მიუთითეთ „ტენდერი“).