სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სისხლის სამართლის ადვოკატი

უკან

საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისი აცხადებს კონკურსს სისხლის  სამართლის ადვოკატის პოზიციაზე.

 

პოზიციის დასახელება: სისხლის სამართლის ადვოკატი

 

ძირითადი ფუნქციები:

- დისკრიმინაციის გარეშე ადამიანის უფლებების დაცვა;

- პირადი, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციები;

- მონაწილეობა გასვლით კონსულტაციებში;

- ორგანიზაციაში შემოსული განცხადებების გაცნობა და  შესაბამისი რეაგირება;

- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;

- საიას იურიდიული დახმარების კრიტერიუმებისა და საიაში მიმდინარე პროექტების მიზნების  შესაბამისად საადვოკატო საქმეების წარმოებაში მიღება/მოძიება და მასზე უფასო საადვოკატო მომსახურების განხორციელება;

- პრობლემატური სამართლებრივი საკითხების შესწავლა/გაანალიზება, და საჭიროების შემთხვევაში მათზე წერილობითი დასკვნების მომზადება;

- კანონპროექტებზე დასკვნების მომზადება;

- სასამართლო პრაქტიის მოძიება და გაანალიზება.

 

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება;

- ადვოკატის მოწმობა (სისხლის სამართლის სპეციალიზაციით);

- სისხლის სამართლის სპეციალიზაციით მუშაობის გამოცდილება;

- ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დროის მართვა და განაწილება;

- პუნქტუალობა, კომუნიკაბელურობა;

- გუნდური მუშაობის უნარი;

- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, აკადემიურად წერის უნარი;

- ანალიტიკური აზროვნების უნარი;

- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.

 

კონკურსის ეტაპები:

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან წერით დავალებას;

- მესამე  ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.

დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის  20 ოქტომბერი, 18:00 საათი;

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე

ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge