სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საპარლამენტო პროცესების მონიტორი

უკან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს საპარლამენტო პროცესების მონიტორის პოზიციაზე.

პროექტიუსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება

პროექტის მიზანი: კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, ასევე საპარლამენტო და უსაფრთხოების სექტორში ადვოკატირების კამპანიის გზით, უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების დახვეწისა და გაძლიერების ხელშეწყობა.

მონიტორის ვალდებულებებია:

1. დაესწროს საპარლამენტო განხილვებს (საკომიტეტო განხილვები და პარლამენტის სხდომები);

2. შეისწავლოს საპარლამენტოს განხილვების ოქმები და სტენოგრამები;

3. მოამზადოს საპარლამენტო განხილვების შეჯამების ანალიტიკური დოკუმენტები.

 

პირობები:

1. შეირჩევა მონიტორი, რომელთანაც გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება 6 თვის ვადით;

2. ორგანიზაციის მიერ წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით, მონიტორმა უნდა წარმოადგინოს შუალედური ანგარიშები და მონიტორინგის შესახებ აცნობოს პროექტის უშუალო ხელმძღვანელს;

3. გადაწყვეტილება მიღებული იქნება მომსახურების ფასის, შესრულების ვადებისა და მონიტორის გამოცდილების გათვალისწინებით;

4. განაცხადის წარმომდგენი უნდა იყოს სულ ცოტა სამართლის ბაკალავრი;

5. ვაკანსია შეუთავსებელია სხვა სრულგანაკვეთიან სამსახურთან;

 

დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულ მისამართზე info@gyla.ge, 2019 წლის 22 ივლისის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს CV.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგწეროთ ფოსტაზე  info@gyla.ge