საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს პროექტის ასისტენტის პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება: პროექტის ასისტენტი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ასისტენტი იმუშავებს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამაში, რომლის პრიორიტეტებია: სასამართლო სისტემა, საპარლამენტო კონტროლი, არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობა და საჯარო ფინანსები.
ძირითადი ფუნქციები:
- პროექტული/პროგრამული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა;
- პროგრამის დირექტორთან და პროექტების კოორდინატორებთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით პროექტთან/პროგრამასთან დაკავშირებული კამპანიების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების, კონფერენციების, აქციების, ფორუმების, მრგვალი მაგიდების და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
- პროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე რეგიონული ოფისების წარმომადგენლებთან, თანამშრომლობა და კოორდინაცია;
- სხვადასხვა ანგარიშების, განცხადებების მომზადებაში მონაწილეობა;
- პროექტის/პროგრამის ფარგლებში ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება;
- პროგრამის/პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ხელშეკრულების, მიღება ჩაბარების აქტების და ფინანსური დოკუმენტების მომზადება;
- პროგრამის დირექტორის დავალებით სხვადასხვა დავალების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით (გამონაკლის შემთხევებში საია განიხილავს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა განაცხადებსაც);
- პროგრამის პრიორიტეტულ სფეროებში არსებული კანონმდებლობის ცოდნა და ინტერესი;
- ინგლისურის ენის სრულყოფილად ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს ორგანიზების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი შრომის დისციპლინა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.
ეტაპები:
- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.
დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების და კანდიდატის აღნიშნულ პოზიციასთან შესაბამისობის საფუძველზე.
ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 27 აგვისტო, 18:00 საათი;
საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე
ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge