სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

აცხადებს კონკურსს სამოქალაქო ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატის პოზიციაზე

უკან

საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის. 

ორგანიზაცია მუშაობს ქვეყნით მასშტაბით 9 რეგიონში და სხვა სტრატეგიულ მიზნებთან ერთად უზრუნველყოფს უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას. 

პოზიციის დასახელება -  სამოქალაქო ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი

სამუშაო განაკვეთი - სრული 

სამუშაო ადგილი - თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

- პირადი, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციების გაცემა;

- საია-ს იურიდიული დახმარების კრიტერიუმების შესაბამისად საადვოკატო საქმეების წარმოებაში მიღება და მასზე უფასო საადვოკატო მომსახურების განხორციელება;

- ორგანიზაციაში შემოსული განცხადებების გაცნობა და  შესაბამისი რეაგირება;

- სამართლებრივი  დოკუმენტების მომზადება;

- პრობლემატური სამართლებრივი საკითხების შესწავლა/გაანალიზება, და საჭიროების

- მათზე წერილობითი დასკვნების მომზადება;

- კანონპროექტებზე დასკვნების მომზადების პროცესში ჩართულობა;

- სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება;

- მონაწილეობა გასვლით კონსულტაციებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება;

- ადვოკატის მოწმობა სამოქალაქო  სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით;

- სასურველია საადვოკატო საქმიანობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

 

უნარ-ჩვევები

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

- ბენეფიციარებთან სწორი კომუნიკაციის უნარი;

- მაღალი შრომის დისციპლინა;

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

ეტაპები:

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე  ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიაწ წერით დავალებას;

- მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე. 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელიპერიოდითხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულისგათვალისწინებით გაგრძელდება კონტრაქტი განსაზღვრული ვადით. 

 

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 31 აგვისტო, 18:00 საათი

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - anitabidze@gyla.ge