სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს კონკურსს დამკვირვებლის პოზიციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის

უკან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო მისია მოიცავს ქვეყნის ყველა რეგიონს 

პოზიციის აღწერილობა

- პოზიციის დასახელება - საუბნო საარჩევნო კომისიის და მობილური ჯგუფის დამკვირვებელი

- პოზიციის სამუშაო განაკვეთი - კენჭისყრის დღე

- შერჩეულ დამკვირვებლებს ჩაუტარდებათ ტრენინგი დამკვირვებელთა უფლება-მოვალეობების, ქცევის წესებისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ. 

- ტრენინგის შემდეგომ კანდიდატები გაივლიან წერით ტესტირებას.

- დამკვირვებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტირების და საკომუნიკაციო ხარჯებით, ასევე გათვალისწინებული იქნება ჰონორარი 120 ლარის ოდენობით.

 

მოთხოვნები:

საიას დამკვირვებელი შეიძლება იყოს: 

- საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან;

- მოტივირებული, პასუხისმგებლობით სავსე, დეტალებზე ორიენტირებული და კომუნიკაბელური;

- კანდიდატი არ უნდა იყოს რომელიმე მოქმედი ან ყოფილი პარტიის წევრი ან აქტივისტი. ამასთანავე წარსულში პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის ან პარტიის წარმომადგენელი საარჩევნო კომისიაში.

- სასურველია კანდიდატს ქონდეს წარსულში არჩევნებში დაკვირვების გამოცდილება. 

 

კანდიდატმა უნდა მიუთითოს რომელ რეგიონში სურს დაკვირვება.

კონკურსით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შევასოთ ფორმა შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/32V1H8q

 

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 2020 წლის 20 სექტემბერი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებთან სატელეფონო ჩატარდება გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 

Tel: 2 936 101 ან 577070567 (09:00 დან 15:00 საათამდე)

E-mail: observers@gyla.ge