საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა (საია) აცხადებს კონკურსს ორგანიზაციის საკუთრებასა და იჯარით სარგებლობაში არსებულ ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე მომსახურების შესაძენად.
ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს. საიას აქვს 9 ოფისი, სათაო ოფისი თბილისში და 8 რეგიონული ოფისი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე: www.gyla.ge
კონკურსი მოიცავს და წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი სახის მომსახურებაზე:
1. საბუღალტრო დოკუმენტებში აღრიცხული ძირითადი საშუალებების ნაშთის შესახებ სპეციალური ოქმების მომზადება;
2. ძირითადი საშუალებების აღრიცხვის შესახებ სპეციალური ოქმების მომზადება. მასში მითითებული უნდა იყოს საშუალების სრული დასახელება (მახასიათებლები), საინვენტარო ნომერი და ძირითადი ტექნიკური ან საექსპლუატაციო მაჩვენებლები, ერთეული რაოდენობა, ერთეულის ფასი, ჯამური თანხები;
3. ფაქტობრივი და ბუღალტრული აღრიცხვის შედარებითი მონაცემების ამსახველი ოქმების მომზადება;
4. ძირითადი საშუალებების აქტივების ინვენტარიზაცია საჭიროების შემთხვევაში კონკურსში მონაწილე პირმა უნდა განახორციელოს ფიზიკური დათვალიერების გზით ან/და ისარგებელოს ორგანიზაციის ოფის- მენეჯერთან და ბუღალტერიაში დაცული ინფორმაციით;
5. ინვენტარიზაციის საფუძველზე აღურიცხავი საშუალებების გამოვლენის შემთხვევაში, საიას ოფისის მენეჯერის დახმარებით დაადგინოს როდის ან ვისგან იქნა მიღებული აღურიცხავი საშუალებები, რა პერიოდში და როგორ არის ასახული ორგანიზაციის აღრიცხვა-ანგარიშგებაში ამ ობიექტზე გაწეული დანახარჯები. მოკვლევის შედეგებზე ინფორმაცია უნდა აისახოს ინვენტარიზაციის აქტში და კონკურსში მონაწელემ საიას შიდა პროცედურების შესაბამისად უნდა მოამზადოს აქტივების მარკირების ნიშნები;
6. შეამოწმოს იჯარით აღებული ძირითად საშუალებებთან დაკავშირებით, აქტივების შენახვისა და დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, გააკეთოს შესაბამის მითითება ინვენტარიზაციის აქტში, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მიღება ან გაფორმება. იჯარით აღებული საშუალებების აღწერა უზრუნველყოს ცალკე, იჯარის ცალკეული გამცემის მიხედვით, დასახელებისა და იჯარის ვადის აღნიშვნით;
7. ნარჩენი ღირებულების მქონე, გამოსაყენებლად უვარგისი საშუალებები, რომლებიც არ ექვემდებარება აღდგენას, ან სრულად ამორტიზირებული ძირითადი საშუალებები საერთო საინვენტარიზაციო აღწერილობებში არ შეიტანება. ამ ობიექტებზე კონკურსში მონაწილე პირმა უნდა შეადგინოს ცალკე აღწერა, რომელშიც მიეთითება ძირითადი საშუალებების შეძენის წელი და გამოყენებისთვის უვარგისად ქცევის მიზეზები (გაფუჭება, სრული ამორტიზება და ა.შ.);
8. საინვენტარიზაციო ოქმებთან ერთად უნდა მომზადდეს ძირითადი საშუალებების სპეციალური საინვენტარიზაციო ჟურნალი, რომელშიც მითითებულია:
- აქტივის დასახელება;
- ღირებულება (ეროვნულ ვალუტაში და, ასევე, შესაბამისი კურსით უცხოურ ვალუტაში);
- შეძენის თარიღი;
- ნივთის ფიზიკური ადგილმდებარეობა;
- მდგომარეობა;
- ინვენტარიზაციის პროცესზე პასუხისმგებელი პირი;
- სერიული ნომერი;
- მომწოდებელი;
- მწარმოებელი;
- დონორი, რომლის სახსრებითაც მოხდა აქტივის შეძენა.
ორგანიზაცია უზრუნველყოფს კონკურსის შედეგად შერჩეული პირისათვის ინვენტარიზაციის პროცესში საჭირო ყველა სახის არსებული ინფორმაციის მიწოდებას. საჭიროების შემთხვევაში უზრუნევლყოფილი იქნება საიას რეგიონულ ოფისებში (8 რეგიონული ოფისი) მგზავრობა ადგილზე ძირითადი საშუალებების დათვალიერების მიზნით და აღნიშნული ხარჯი გაიღება მთლიანად ორგანიზაციის მიერ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.
მომსახურების გაწევის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 25 სამუშაო დღეს.
განაცხადის წარდგენა:
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა/ფიზიკურმა პირ(ებ)მა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
1. ინფორმაცია კომპანიის შესახებ, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია; საინდეტიფიკაციო კოდი და ვებ გვერდის მისამართი ასეთი არსებობის შემთხვევაში (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი და გვარი);
2. ინფორმაცია მსგავსი მომსახურების გაწევის შესახებ და იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებისათვისაც გაუწევია მსგავსი მომსახურება;
3. მომსახურების გაწევის ვადები და მეთოდოლოგია;
4. საკონკურსო შემოთავაზება და აღნიშნული შემოთავაზების ფასი, რომელიც უნდა მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს.
ტენდერის შედეგად შერჩეულ კომპანია(ებ)ს შესაძლებელია ეთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
დოკუმენტები მიიღება 2016 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე gyla@gyla.ge (გთხოვთ საგანში მიუთითეთ „ინვენტარიზაცია“).