საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის.
ორგანიზაცია მუშაობს ქვეყნით მასშტაბით 9 რეგიონში და სხვა სტრატეგიულ მიზნებთან ერთად უზრუნველყოფს უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას.
ორგანიზაციის მისიაა - ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესებისგზით.
პოზიციის დასახელება - სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი
სამუშაო განაკვეთი - სრული
სამუშაო ადგილი - თბილისი
გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე
მუშაობის დაწყების პერიოდი - 2021 წლის 20 სექტემბერი
ანაზღაურება - 1422 – 2000 ლარის ფარგლებში (კანდიდატის გამოცდილების გათვალისწინებით)
ჩვენ გთავაზობთ:
სწავლას, განვითარებას, კარიერულ და პროფესიულ წინსვლას;
მეგობრულ სამუშაო გარემოს;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
საპენსიო ფონდის 2%-ის ანაზღაურებას;
ყოველი კვირის პარასკევს 4 საათიან სამუშაო დღეს;
საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის იურისტის ძირითადი ფუნქციებია:
- ბენეფიციარების ინტერესების დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს კომიტეტების წინაშე და ამ მიზნით საჩივრების და სხვა წერილობითი დოკუმენტაციების მომზადება ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე;
- პირადი, სატელეფონო, ონლაინ და წერილობითი კონსულტაციების გაცემა საერთაშორისო სასამართლოებში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით;
- ორგანიზაციაში შემოსული განცხადებებისა და საქმეების გაცნობა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
- პრობლემური სამართლებრივი საკითხების (კონკრეტული სფეროს ფარგლებში) შესწავლა/გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში მათზე წერილობითი დასკვნების/ ანგარიშების მომზადება;
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს კომიტეტების პრაქტიკის მოძიება და ანალიზი;
- სხვადასხვა ღონისძიებებში, თემატურ სამუშაო ჯგუფებში, დისკუსიებსა და კონფერენციებში მონაწილეობა;
- პრეს-რელიზების მომზადება;
- გაწეული საქმიანობის თაობაზე პერიოდული ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- საერთაშორისო სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (C1 დონე);
- სასურველია რუსული ენის ცოდნა;
- უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც ექნება ადვოკატის მოწმობა სისხლის სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები
- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების გადარჩევა;
- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან წერით დავალებას ინგლისურ ენაზე;
- მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაცია უფლებას იტოვებს, დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელიპერიოდით.
ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულისგათვალისწინებით გაგრძელდება კონტრაქტი განსაზღვრული ვადით.
ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 1 სექტემბერი, 18:00 საათი
საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - anitabidze@gyla.ge