სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს კონკურსს საარჩევნო ანალიტიკოსის პოზიციაზე

უკან

საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის. 

ორგანიზაცია მუშაობს ქვეყნით მასშტაბით 9 რეგიონში და სხვა სტრატეგიულ მიზნებთან ერთად უზრუნველყოფს უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას. ორგანიზაციის მისიაა ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესების გზით

საია აცხადებს კონკურსს ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამაში, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური ციკლი საქართველოში 2022-2025 წლებში“ საარჩევნო ანალიტიკოსის პოზიციაზე.

პროგრამის მიზანია, ქვეყანაში ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის მისაღწევად სისტემური ცვლილების ადვოკატირება და დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების ხელშეწყობა. 

პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: სასამართლო სისტემა, საპარლამენტო კონტროლი, არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობა, საჯარო მმართველობა და ევროინტეგრაციის პროცესი.

პროექტის ანალიტიკოსი პასუხისმგებელია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული ორგანიზაციული განცხადებების, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მოსაზრებების, კვლევებისა და ანგარიშების მომზადებაზე.

პოზიციის დასახელება -  საარჩევნო ანალიტიკოსი.

სამუშაო განაკვეთი - სრული (10:00-18:00 ან 09:00-17:00, მოიცავს 1-საათიან შესვენებას)

სამუშაოს დაწყების დრო - 2022 წლის 1 სექტემბერი.

სამუშაო ადგილი - თბილისი.

გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.

ანაზღაურება - 1422-2000 ლარის ფარგლებში, კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

ორგანიზაციული ბენეფიტები:

-       ჯანმრთელობის დაზღვევა;

-       თანამშრომლის საპენსიო შენატანის 2%-ის ანაზღაურება;

-       4-საათიანი სამუშაო დღე პარასკევობით;

-       კონკრეტულ დღეებში, შეთანხმებით, დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა.

 

ძირითადი ფუნქციები:

1.     პროექტის ფარგლებში საარჩევნო გარემოსა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება, მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე კვლევებისა და განცხადებების მომზადება პროექტის კოორდინატორის ზედამხედველობით; 

2.     წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშების მომზადება;

3.     არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიასა და მისი საბოლოო ანგარიშის შემუშავებაში მონაწილეობა;

4.     პროექტის ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მოსაზრებებისა და დასკვნების მომზადება;

5.     საიას სახელით შესაბამის შეხვედრებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა;

6.     მჭიდრო თანამშრომლობა საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან და დაინტერესებულ პირებთან, ასევე ორგანიზაციის შიგნით მომიჯნავე საკითხებზე მომუშავე თანამშრომლებთან და პროექტის კოორდინატორთან;

7.     მიუკერძოებლობისა და აპარტიულობის შენარჩუნება  საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ყველა აქტივობაში;

8.     მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;

9.     პროექტის კოორდინატორისა და პროგრამის დირექტორისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება გაწეული საქმიანობის შესახებ;

10.  პროექტის კოორდინატორისა და პროგრამის დირექტორის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-       ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში;

-       მაგისტრის ხარისხი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში ან საჯარო სამართალში;(ჩაითვლება უპირატესობად)

-       შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება; 

-       საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა და ინტერესი;

-       ინგლისური ენის ცოდნა (წერითი და საკომუნიკაციო უნარები);

-       გამართული წერა და მეტყველება ქართულ ენაზე;  

-       დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

უნარ-ჩვევები 

-       პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 

-       სამუშაოს ორგანიზების უნარი;

-       შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;

-       კრიტიკული ანალიზის, პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის და ოპერატიულად კომუნიკაციის უნარი; 

-       სტრესულ სიტუაციებში ორგანიზებული მუშაობა.

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

-       რეზიუმე (CV, სასურველია europass ფორმატში);

-       სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე შესრულებული);

-       ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

-       მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;(ჩაითვლება უპირატესობად)

-       აპლიკანტის მიერ წარსულში მომზადებული წერილობითი ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც საუკეთესოდ გამოავლენს კანდიდატის უნარ-ჩვევებს (სასურველია ქართულ და ინგლისურ ენაზე);

 

ეტაპები

-       პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

-       მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;

 

საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე. 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტის მისამართზე - ejokhidze@gyla.ge, subject: საარჩევნო ანალიტიკოსი. 

 

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

 

შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს ხელშეკრულებას გამოსაცდელი ვადით, 3 თვით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, შეფასდება გაწეული საქმიანობდა და ამის მიხედვით გაგრძელდება თანამშრომლობა პროექტის ვადით (3 წელი).

 

ელექტრონული განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა 2022 წლის 19 ივლისი, 23:59.

                                                                                                                                  

საკონტაქტო პირი ვაკანსიასთან დაკავშირებულ საკითხებზე: თამთა წვერაიძე, ttsveraidze@gyla.ge.

 

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ელენე ჯოხიძე, ejokhidze@gyla.ge.