სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტენდერი ვიდეო რგოლების მომზადებაზე

უკან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს შემდეგი თემატიკის ადრეული ქორწინების პრობლემა საქართველოში ვიდეო რგოლის მომზადებაზე:

 

პირობები:

- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა დაამზადოს ვიდეო რგოლი.

- რგოლი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და აკმაყოფილებდეს სატელევიზიო სოციალური რგოლისთის განკუთვნილ სტანდარტებს (ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 30 წამი);

-  რგოლი უნდა იყოს მზად 15 აპრილისთვის;

-   რგოლის დასამზადებლად შეირჩევა ერთი კომპანია;

-  საია იტოვებს უფლებას შეცვალოს/დააკონკრეტოს თემატიკა და მონაწილეობა მიიღოს წარმოდგენილი სცენარის დაზუსტება/შეცვლაში. 

-  გადაწყვეტილება  იქნება მიღებული ფასის, ხარისხისა და შესრულების დროის მიხედვით. 

 

დაინტერესებულმა  პირებმა/კომპანიებმა 2016 წლის 21 მარტის (18:00 სთ.) ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:

- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების და მაღალი ხარისხის ვიდეო რგოლის მომზადებისთვის საჭირო ტექნიკური ბაზის შესახებ;

- შესრულებული სამუშაოს ბმულები;

- ამ განცხადებაში მითითებული თემის მიხედვით სატელევიზიო სოციალური რგოლის შესაქმნელად საჭირო ბიუჯეტი დღგ-ს ჩათვლით;

- ამ განცხადებებში მითითებული თემის მიხედვით, სოციალური რგოლის სავარაუდო სცენარი;

-  ინფორმაციავიდეო რგოლის დამზადებისათვის საჭირო ვადების შესახებ.

 

განაცხადი უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართებზე: chikhladze@gyla.ge; pr@gyla.ge  

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, სამუშაო საათებში (10:00-18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 07 05 21 ნინო ჩიხლაძე, 577 07 05 00 ლევან ქათამაძე.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში: “საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს საქმიანობის მონიტორინგი საქართველოში ფემიციდთან ბრძოლის მიზნით”. პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს  ფინანსური მხარდაჭერით.