სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს კონკურსს ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამაში, პროგრამის ასისტენტის პოზიციაზე.

უკან

საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის. 

ორგანიზაცია მუშაობს ქვეყნით მასშტაბით 9 რეგიონში და სხვა სტრატეგიულ მიზნებთან ერთად უზრუნველყოფს უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას. ორგანიზაციის მისიაა ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესების გზით.

საია აცხადებს კონკურსს ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამაში, პროგრამის ასისტენტის პოზიციაზე. 

 

პროგრამის მიზანია, ქვეყანაში ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის მისაღწევად სისტემური ცვლილებების ადვოკატირება და დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების ხელშეწყობა. 

პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: მართლმსაჯულება, საპარლამენტო კონტროლი, არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობა, საჯარო მმართველობა და ევროინტეგრაციის პროცესი.

პოზიციის დასახელება - პროგრამის ასისტენტი

სამუშაო განაკვეთი - სრული (09:00-17:00, მოიცავს 1-საათიან შესვენებას)

სამუშაო ადგილი - თბილისი.

გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.

ანაზღაურება - 1200-1500 ლარის ფარგლებში, კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

ორგანიზაციული ბენეფიტები:

·        ჯანმრთელობის დაზღვევა;

·        თანამშრომლის საპენსიო შენატანის 2%-ის ანაზღაურება;

·        4-საათიანი სამუშაო დღე პარასკევობით;

·        კონკრეტულ დღეებში, შეთანხმებით, დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა.

ძირითადი ფუნქციები:

·      პროგრამული პროექტების მართვაში პროგრამის დირექტორის ტექნიკური მხარდაჭერა;

· პროგრამის დირექტორთან, პროექტების კოორდინატორებთან და კომუნიკაციების მენეჯერთეან მჭიდრო კოორდინაციით პროექტთან/პროგრამასთან დაკავშირებული კამპანიების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების, კონფერენციების, მრგვალი მაგიდების და 

სხვა აქტივობების დაგეგმვაში ჩართულობა;

·      პროექტული ანგარიშების მომზადება; 

·      პროგრამასთან დაკავშირებული კორესპონდენციის წარმოება, განცხადებების და სხვა დოკუმენტების მომზადება/თარგმანი;

·      პროგრამის/პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების და ფინანსური დოკუმენტების მომზადება; 

·      პროექტის/პროგრამის ფარგლებში ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება;

·      პროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე რეგიონული ოფისების წარმომადგენლებთან, თანამშრომლობა და კოორდინაცია;

·      პროგრამის დირექტორის მითითებით სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·      უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით (განიხილება ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა განცხადებებიც); 

·      ასისტენტის, თანაშემწის ან სხვა შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

·      პროგრამის პრიორიტეტული სფეროებისა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ ინტერესი;

·      გამართული წერა და მეტყველება ქართულ ენაზე;

·      ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

·      Microsoft Office პროგრამების ცოდნა. 

უნარ-ჩვევები:

·      სამუშაოს ორგანიზების უნარი;

·      კრიტიკული აზროვნების უნარი;

·      პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

·      სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

·      შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

·      რეზიუმე (CV);

·      სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე შესრულებული, მაქსიმუმ 1 გვერდი);

·      ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხის ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 

ეტაპები:

·      პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

·      მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტის მისამართზე - ejokhidze@gyla.ge, subject:  პროგრამის ასისტენტი.

 

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

 

შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს ხელშეკრულებას გამოსაცდელი ვადით, 3 თვით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, შეფასდება გაწეული საქმიანობა და ამის მიხედვით გაგრძელდება თანამშრომლობა მინიმუმ 1  წლის ვადით.

 

ელექტრონული განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა 2022 წლის 30 აგვისტო, 23:59.                                                                      

საკონტაქტო პირი ვაკანსიასთან დაკავშირებულ საკითხებზე: ლია ჩხეტიანი, lchkhetiani@gyla.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ელენე ჯოხიძე, ejokhidze@gyla.ge.