საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1994 წლიდან.
ორგანიზაციის მიზანია საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის.
ორგანიზაცია მუშაობს ქვეყნით მასშტაბით 9 რეგიონში, მათ შორის აჭარაში და სხვა სტრატეგიულ მიზნებთან ერთად უზრუნველყოფს უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას.
ორგანიზაციის მისიაა - ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესებისგზით.
პოზიციის დასახელება - სისხლის სამართლის იურისტი
სამუშაო განაკვეთი - სრული (10:00-18:00 მოიცავს 1-საათიან შესვენებას)
სამუშაო ადგილი - საიას აჭარის ფილიალი
გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ჩვენ გთავაზობთ:
სწავლას, განვითარებას, კარიერულ და პროფესიულ წინსვლას;
მეგობრულ სამუშაო გარემოს;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
საპენსიო ფონდის 2%-ის ანაზღაურებას;
ყოველი კვირის პარასკევს 4 საათიან სამუშაო დღეს;
ძირითადი ფუნქციებია:
- პირადი, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციების გაცემა;
- მონაწილეობა გასვლით კონსულტაციებში;
- ორგანიზაციაში შემოსული განცხადებების გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;
- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- პრობლემატური სამართლებრივი საკითხების შესწავლა/გაანალიზება, და საჭიროების
- მათზე წერილობითი დასკვნების მომზადება;
- კანონპროექტებზე დასკვნების მომზადების პროცესში ჩართულობა;
- სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- უპირატესობად ჩაითვლება ადვოკატის მოწმობა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
- სასურველია საადვოკატო საქმიანობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ბენეფიციარებთან სწორი კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი შრომის დისციპლინა;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- რეზიუმე (CV);
- სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე შესრულებული);
- ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
- ადვოკატის მოწმობა სისხლის სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით (არსებობის შემთხვევაში).
ეტაპები
- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;
საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტის მისამართზე - ejokhidze@gyla.ge, subject: სისხლის სამართლის იურისტი.
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს ხელშეკრულებას გამოსაცდელი ვადით, 3 თვით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, შეფასდება გაწეული საქმიანობდა და ამის მიხედვით გაგრძელდება თანამშრომლობა პროექტის ვადით (3 წელი).
ელექტრონული განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა 2022 წლის 3 ოქტომბერი, 23:59.
საკონტაქტო პირი ვაკანსიასთან დაკავშირებულ საკითხებზე: პაატა დიასამიძე batumi@gyla.ge