საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1994 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის. ორგანიზაცია მუშაობს ქვეყნის მასშტაბით 9 რეგიონში, მათ შორის აჭარაში და სხვა სტრატეგიულ მიზნებთან ერთად უზრუნველყოფს უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას. ორგანიზაციის მისიაა ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება, დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესების გზით.
პოზიციის დასახელება - სისხლის სამართლის ადვოკატი
სამუშაო განაკვეთი - სრული (10:00-18:00 მოიცავს 1-საათიან შესვენებას)
სამუშაო ადგილი - საიას თბილისის ოფისი
გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე
ანაზღაურება - 1400 – 2200 ლარის ფარგლებში, კანდიდატის გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ჩვენ გთავაზობთ:
· სწავლას, განვითარებას, კარიერულ და პროფესიულ წინსვლას;
· მეგობრულ სამუშაო გარემოს;
· საპენსიო ფონდის 2%-ის ანაზღაურებას;
· ყოველი კვირის პარასკევს 4 საათიან სამუშაო დღეს;
ძირითადი ფუნქციებია:
· პირადი, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციების გაცემა;
· საიას იურიდიული დახმარების კრიტერიუმების შესაბამისად საადვოკატო საქმეების წარმოებაში მიღება და მათზე უფასო საადვოკატო მომსახურების განხორციელება;
· მონაწილეობა გასვლით კონსულტაციებში;
· ორგანიზაციაში შემოსული განცხადებების გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;
· სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
· პრობლემური სამართლებრივი საკითხების შესწავლა/გაანალიზება და საჭიროების
შემთხვევაში, მათზე წერილობითი დასკვნების მომზადება;
· კანონპროექტებზე დასკვნების მომზადების პროცესში ჩართულობა;
· სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი იურიდიული განათლება;
· ადვოკატის მოწმობა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
· საადვოკატო საქმიანობის გამოცდილება - სასურველია;
· საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
· ინგლისური ენის ცოდნა - სასურველია.
უნარ-ჩვევები:
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
· ბენეფიციარებთან სწორი კომუნიკაციის უნარი;
· მაღალი შრომის დისციპლინა;
· შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- რეზიუმე (CV);
- სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე შესრულებული);
- ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
- ადვოკატის მოწმობა სისხლის სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით.
ეტაპები:
- პირველი ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების გადარჩევა;
- მეორე ეტაპი - წერითი დავალების შესრულება;
- მესამე ეტაპი - წერითი ეტაპის შემდგომ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტის მისამართზე - vacancy@gyla.ge. Subject: სისხლის სამართლის იურისტი.
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს ხელშეკრულებას გამოსაცდელი ვადით, 3 თვით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, შეფასდება გაწეული საქმიანობა და გადაწყდება შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.
ელექტრონული განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა 2023 წლის 9 ოქტომბერი, 23:59.
საკონტაქტო პირი ვაკანსიასთან დაკავშირებულ საკითხებზე: ვერიკო ჯგერენაია vjgerenaia@gyla.ge
ტელ: 597 93 29 70