2011 წლის 14 დეკემბერს ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე საიამ წარმოადგინა მოსაზრებები ადმინისტრაციული პატიმრობის ძირითად საკანონმდებლო და პრაქტიკულ პრობლემებზე. აქცენტი გაკეთდა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის, როგორც სანქციის გამოყენება არღვევს ადამიანის ძირითადი უფლებების დიდ ნაწილს. ასევე მისი შეფარდება ხდება აუცილებელი პროცესუალური გარანტიების გვერდის ავლით.