2011 წლის 26 ივნისს, წამების მსხვერპლა დაცვის საერთაშორისო დღეს, საიამ დროებითი მოთავსების იზოლატორების შენობებთან, თბილისსა და რეგიონებში გამართა აქციები სახელწოდებით - „არ აწამო!“. აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლები, სტუდენტები, მოხალისეები და სხვა დაინტერესებული პირები. აქციის მონაწილეებმა დროებითი მოთავსების იზოლატორების წინ გააბეს ყვითელი ლენტი წარწერით „არ აწამო“, ასევე მათ ეცვათ მაისურები აქცის მთავარი სლოგანებით: „არ აწამო!“, „არ გაჩუმდე!“, „არ დაფარო!“, „არ შეეგუო!“, „გამოიძიე!“. საიამ მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, ეფექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიონ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.