2016 წლის 4 მარტს, კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მათლმსაჯულებისთვის“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია გამართა.კოალიციამ აქციის პარალელურად , თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე კანდიდატის დანიშვნის პროცესის შეჩერების მოთხოვნით, ოფიციალური განცხადებით მიმართა. თუმცა საბჭომ არასამთავრობოების მოთხვნა არ გაითვალისწინა და დანიშნა ახალი თავმჯდომარე. დღესვე ცნობილი გახდა რომ, საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის განცხადება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავი შეიკავოს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნისაგან არ დააკმაყოფილა.