2016 წლის 19 მარტს, მოძრაობა "ეს შენ გეხება"-ს ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქცია 13:00 საათზე ფილარმონიასთან დაიწყო, რის შემდეგაც მონაწილეები მსვლელობით კანცელარიასთან მივიდნენ. მოძრაობა "ეს შენ გეხება", პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას გმობს და ხელისუფლებას სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს. თბილისის გარდა იგივე მოთხვნებით აქცია საქართველოს სხვადსახვა რეგიონებშიც გაიმართა. მოძრაობა 'ეს შენ გეხებამ' კამპანია განაახლა ფარული თვალთვალის წინააღმდეგ. 2012 წელს ამ მოძრაობის წყალობით შეიქმნა გარემო, რომელმაც საზოგადოებას თავისუფალი და ობიექტური არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა. 2014 წელს კამპანია ისევ განახლდა და მისი წევრები ამტკიცებდნენ, რომ გრძელდებოდა უკანონო თვალთვალი, ისევ გვისმენდნენ, ისევ ავრცელებდნენ ძველ თუ ახალ კადრებს, არ გვიტოვებდნენ პირად სივრცეს… კამპანიამ მიაღწია ცვლილებას კანონმდებლობაში, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა! დღეს, ჩვენ ისევ უნდა გავერთიანდეთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და პიროვნული თავისუფლების დასაცავად.