2016 წლის 31 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა. პროექტი „ინფორმირებული მოქალაქეები საჯრო სამსახურში“ საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის მიზანს, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის, თვითმმართველობებისა და მოქალაქეთა თანამშრომლობისა და ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის საუკეთესო მოდელის იდენტიფიცირება წარმოადგენდა. დეტალური ინფორმაციისთვის : https://gyla.ge/ge/post/shemajamebeli-prezentacia-informirebuli-moqalaqeebi-sajaro-samsakhurshi