2015 წლის 27 ივნისს საქართვეველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ,, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ'' იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის სამწლიანი შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს. ანგარიშში შეჯამებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა მოსამართლეთა დანიშვნის, მივლინების, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის, მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების და სხვა საკითხებზე 2012-2014 წლებში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ განხორციელებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგი წარსულში მხარდაჭერილი იყო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და სამართლებრივი გაძლიერება“ (JILEP) მიერ, ხოლო ამჟამად მონიტორინგი ტარდება ახალი პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერზე ---> https://gyla.ge/geo/news?info=2541