საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ 2016 წლის 8 თებერვალს საზოგადოებას წარუდგინა კვლევა - „იმუნიტეტი, როგორც ხელშეუხებლობის გარანტი“. საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით (საქმეზე გიორგი უგულავა პარლამენტის წინააღმდეგ) ძალადაკარგულად გამოაცხადა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი რეგულირება, რომელიც სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას, ზეპირი მოსმენის გარეშე, თვითმმართველი ერთეულის არჩეული თანამდებობის პირი განუსაზღვრელი ვადით გადაეყენებინა თანამდებობიდან. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ არაერთი კითხვა და პრობლემური საკითხი წამოჭრა. ამ საკითხების შესწავლის მიზნით საიამ და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ განახორციელეს კვლევა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე https://gyla.ge/ge/post/kvlevis-prezentacia-imuniteti-rogorc-khelsheukheblobis-garanti