2014 წლის 16 ივლისს, საიამ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში ,,მაყურებლების“ სავარაუდოდ არსებობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და შესაბამის უწყებებს რეაგირებისაკენ მოუწოდა. განცხადება ერთ-ერთი პატიმრის, შავლეგ გურგენიძის მიერ საიას ადვოკატისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებას ეფუძნებოდა. ახსნა-განმარტებაში პატიმარი საუბრობდა #8 დაწესებულებაში მყოფი კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ, რომლებიც სხვა პატიმრებს აიძულებდნენ დამორჩილებოდნენ მათ მოთხოვნებს და ციხის ადმინისტრაციის მფარველობით სარგებლობდნენ.