2015 წლის 13 ივლისს მთელი საქართველოს მასშტაბით, 10 საარჩევნო ოლქში ,,საარჩევნო განვითარების სკოლა - 2015'' გაიხსნა. სკოლის მონაწილეებს სიტყვით ცესკო -ს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ და საია -ს საარჩევნო პროექტების კოორდინატორმა ირმა პავლიაშვილმა მიმართეს. საარჩევნო განვითარების სკოლების საპილოტე პროექტს ცესკო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) და საარჩევნო სისტემების საერთაშრისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, ევროპის საბჭოსა (CoE) და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ --> https://gyla.ge/geo/news?info=2539