საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას გამართა. ანგარიში მოიცავს 2014 წლის 1 აპრილიდან 22 ივლისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. ანგარიშში დაწვრილებით ასახულია როგორც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ასევე არჩევნების დღესა და შედეგების შეჯამებისას გამოვლენილი დარღვევები. ანგარიშში მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს ხარვეზების აღმოფხვრაში დაეხმარება. დეტალური ინფორმაცია მონიტორინგის ანგარიშის შესახებ იხილეთ აქ ▼ http://gyla.ge/geo/news?info=2341