საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა 2012 წლის 17 ივლისს 2011-2012 სასწავლო წლის გამოშვება აღნიშნა, ეს იყო რიგით მე-8 გამოშვება ფონდის არსებობის ისტორიაში. 20-მა სტუდენტმა საიას დიპლომი აიღო, 30-მა - სერტიფიკატი, 1 მათგანი კი საიაში სტაჟირებას გაივლის.