2015 წლის 22 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. საია-ს სასამართლო მონიტორინგის პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და მასზე ანგარიშების გამოქვეყნებით, საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა. საიამ დღემდე მონიტორინგის შვიდი ანგარიში წარმოადგინა, რომლებიც, ერთიანობაში, მოიცავდა პერიოდს 2011 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით. საიას მეშვიდე ანგარიში მოიცავს პერიოდს 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ --> https://goo.gl/lvlZFa