2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 8 ივნისს დაიწყო. სანფორმაციო ბიულეტენში მოცემული დაკვირვების შედეგები ამ დროიდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, თუმცა რიგ შემთხვევებში ასევე მოცემულია ინფორმაცია 8 ივნისამდე პერიოდზეც, რომელიც კავშირშია საარჩევნო პროცესებთან.ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდს სათაო და რეგიონული ოფისების მეშვეობით, თბილისსა და საქართველოს 8 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელოში აკვირდება.