ელ. ფოსტა: nnozade@gyla.ge
რეგიონი: თბილისი
ნინო ნოზაძეს ამჟამად დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამაში ანალიტიკოსის პოზიცია უკავია. ნინოს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სამართალში.
ნინო ნოზაძე 2016 წლის მაისიდან მუშაობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, ანალიტიკოსის პოზიციაზე.
2011 - 2016 წლებში ნინო მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში იურისტად.
2008 წლის აპრილიდან – 2010 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის, საჯარო სამართლის სამმართველოს მრჩეველი.