ელ. ფოსტა: tkhukhia@gyla.ge
რეგიონი: თბილისი
თამარ ხუხია გახლავთ საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსი. თამარს, მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ(2018 წ.). ამ ეტაპზე სწავლობს თსუ-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.
თამარი 2018-2019 წლებში მუშაობდა შპს “I GPS ოპერატორი“-ში (GEOGPS) იურისტის პოზიციაზე. მანამდე 2017-2018 წლებში იყო საია-ს იურიდიული დახმარების ცენტში ადვოკატის თანაშემწე, ხოლო 2016-2017 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორი. გარდა ამისა, თამარი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტი სტუდენტური კვლევითი ჯგუფის წევრი(2016 წ) .დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის სტაჟიორი ვალდებულებითი სამართლის ცენტრში, ა(ა)იპ “ YOUNG PEDAGOGUES’ UNION” მოზარდთა სამოქალაქო განვითარების კომპონენტის მენეჯერის ასისტენტი, ტრენერი.
თამარს ჩაბარებული აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით(2018), აგრეთვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის („ცესკო“ ) - საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდა.(2017 წ.)
თამარი არის ბავშვის უფლებათა კონვენციის ინტერპრეტირებული ვარიანტის თანაავტორი, რომელიც შეიქმნა unicef--ის ეგიდით. აგრეთვე იყო არაერთი კონფერენციისა და იმიტირებული შეჯიბრის მონაწილე