ელ. ფოსტა: galaverdashvili@gyla.ge
რეგიონი: თბილისი
გიორგი ალავერდაშვილი 2020 წლის აპრილიდან არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსი.
გიორგი 2019 წლის აგვისტოდან 2020 წლის იანვრამდე იყო საია-ს პროექტის „უსაფრთხოების სექტორში საიდუმლო შესყიდვებზე საპარლამენტო ზედამხედველების ხელშეწყობა“ მოწვეული ექსპერტი.
2019 წლის იანვრიდან 2019 წლის ივლისამდე იყო პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სტაჟიორი. სტაჟირების დასრულებისას მიენიჭა A კატეგორიის სერთიფიკატი.
2017 წლის ივნისიდან ამავე წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორი.
გიორგი იყო გაცვლითი პროგრამების სტუდენტი ფინეთსა (2016 წლის საშემოდგომო სემესტრი) და ესპანეთში (2018 წლის საგაზაფხულო სემესტრი). მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ტრენინგსა თუ საზაფხულო სკოლაში საკონსტიტუციო სამართლის საკითხებზე. იგი იყო სტუდენტური კონფერენციისა და ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული პროცესების გამარჯვებული.
გიორგი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის (წარჩინებით) და საჯარო სამართლის მაგისტრის (წარჩინებით) ხარისხებს.