რეგიონი: თბილისი
ნინო კაპანაძე
დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსი
ელ. ფოსტა: nkapanadze@gyla.ge
რეგიონი: თბილისი
ნინო კაპანაძე საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამაში ანალიტიკოსია. იგი ამ პოზიციას იკავებს 2020 წლის ივლისიდან. ნინოს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საჯარო სამართალში. იგი 2015-17 წლებში სწავლობდა გერმანიის კიოლნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზეც, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა სამართლის მაგისტრის (LL.M zu Köln) აკადემიური ხარისხი (magna cum laude).
2010-11 წლებში ნინომ საიას იურიდიული დახმარების ცენტრში გაიარა სტაჟირება. 2011-12 წლებში კი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტში. 2012 - 2018 წლებში იგი მუშაობდა პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილის (იურიდიული დეპარტამენტის უფროსის) თანაშემწედ, მომდევნო 1 წელი კი აპარატის უფროსის იურიდიული მიმართულების კურატორი მოადგილის თანაშემწედ. 2019 წლის მაისიდან 2020 წლის ივნისამდე იგი იყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.