სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტატა ჭანკვეტაძე

ადვოკატი

ელ. ფოსტა: tchankvetadze@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

ტატა ჭანკვეტაძე 2022 წლის ოქტომბრიდან დღემდე იკავებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის   იურიდიული დახმარების ცენტრის    ადვოკატის პოზიციას სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით.

ტატა არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და სპეციალიზებულია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში.;


2021 წლის იანვრიდან 2022 წლის ოქტომბრამდე - ტატა გახლდათ ა(ა)იპ „ეროვნული სკრინინგ-ცენტრის“ მთავარი იურისტი;


2017 წლის თებერვლიდან 2021 წლის იანვრამდე - იგი იყო იურიდიული კომპანია -  შპს „ნათია წკეპლაძისა და ალექსანდრე იოსელიანის საადვოკატო ბიუროს'' იურისტი სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით;


2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის იანვრამდე - გაიარა სტაჟირება სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში;


2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მაისამდე - გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სასწავლო
კურსი საჯარო სამართლის მიმართულებით;


2015 წლის მაისიდან 2015 წლის აგვისტომდე - გაიარა პრაქტიკა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში;


ტატა ჭანკვეტაძეს მინიჭებული აქვს საჯარო სამართლის მაგისტრის ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2019 წ.) და
სამართლის ბაკალავრის ხარისხი ამავე უნივერსიტეტში (2017 წ.);


ტატა ამჟამად არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტი.