ელ. ფოსტა: mgabroshvili@gyla.ge
რეგიონი: თბილისი
მარიამ გაბროშვილი 2021 წლის ივნისიდან დღემდე არის საია-ს სამართლებრივი დახმარების პროგრამის ასისტენტი, ხოლო 2022 წლის თებერვლიდან იკავებს იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტ-კონსულტანტის პოზიციას სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით.
2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის აპრილამდე მარიამი იყო საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატის თანაშემწე.
2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის აპრილამდე ასევე გადიოდა სტაჟირებას „ნიუ ვიჟენის“ იურიდიული დახმარების ცენტრში.
2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის მარტამდე იყო სტაჟიორი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
მარიამს მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020 წელს და 2021 წლიდან არის კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ამავე უნივერსიტეტში.
მას გავლილი აქვს არაერთი სასწავლო კურსი და აქვს ტრენერობის გამოცდილება.
მარიამს ჩაბარებული აქვს საადვოკატო გამოცდა სამოქალაქო სპეციალიზაციით.