სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

იოსებ ედიშერაშვილი

ადამიანის უფლებათა პროგრამის ანალიტიკოსი/იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პრეზიდენტი

ელ. ფოსტა: iedisherashvili@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

იოსებ ედიშერაშვილი არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა პროგრამის ანალიტიკოსი და საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პრეზიდენტი. 


2019 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატი. 


2021 წელს აქვს მაგისტრი ხარისხი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.


იოსები აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში ჩატარებულ სხვადასხვა აკადემიურ პროგრამებსა და პროექტში.
2016 წლიდან ჩართულია საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესებში, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე - მონაწილის, გუნდის მწვრთნელის და მოსამართლის სტატუსით.


იოსები არის ათობით სტატიის და კვლევის ავტორი საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო სისხლისა და ჰუმანიტარული სამართლის სფეროებში.