ელ. ფოსტა: pr@gyla.ge
რეგიონი: თბილისი
ლევან ქათამაძე - 2015 წლიდან საიას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მენეჯერია.
ლევანის საქმიანობა ორგანიზაციაში მრავალმხრივი და მრავალფეროვანია, რომელიც მოიცავს:
• ორგანიზაციის სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვასა და მართვას.
• მედიასთან ურთიერთობას.
• სოციალური და ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვასა და მართვას.
• ციფრულ კომუნიკაციას.
• ვიზუალურ კომუნიკაციას.
• მულტიმედია მასალების სტილის განსაზღვრას.
• ტრენინგებს კომუნიკაციაში.
სხვადასხვა დროს ლევანი მუშაობდა საერთაშორისო და ადგილობრივ მულტიმედია პროექტებზე და ადგილობრივ მედია ორგანიზაციებში. არის სტრატეგიული კომუნიკაციის კონსულტანტი და ტრენერი.
მინიჭებული აქვს მასობრივი კომუნიკაციების მაგისტრის ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) 2011. ასევე ფლობს სოციალურ-მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხს. წარმატებით დაასრულა მუსტაფა კემალ ათათურქის ერთწლიანი ლიდერობის პროგრამა - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების , რონდელის ფონდში.