ელ. ფოსტა: ozurgeti@gyla.ge
რეგიონი: ოზურგეთი
თამაზ ტრაპაიძე 2003 წლიდან დღემდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელია. 1999 წლიდან 2003 წლამდე იყო საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის თავმჯდომარე. დღეისათვის ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრია. 1998 წლიდან მუშაობდა ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი საკონსულტაციო ბიუროს კონსულტანტად, ზემოხსენებული ბიურო შეიქმნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. 1994 წლიდან 1998 წლამდე მუშაობდა ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანებაში, საერთაშორისო თანამრომლობის განყოფილების უფროსად.