ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერ ორგანიზაციებს, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი საკითხის თაობაზე და ასევე, გამოვთქვათ შეშფოთება ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.
2011 წლის 28 აპრილს საქართველოს მთავრობასა და კომპანია “ტრანს ელექტრიკა ლიმითედს” შორის (სხვა მხარეებთან ერთად) დაიდო ხელშეკრულება ხუდონჰესის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ. ხელშეკრულებით, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ შეასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, მოიპოვებს პროექტის განსახორციელებლად აუცილებელ ნებართვებსა და ლიცენზიებს.