სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საია საქართველოს პრეზიდენტის მიერ თენგიზ გუნავას შეწყალების ფაქტს ეხმაურება / 2013-07-31 07:14:06

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 30 ივლისის განკარგულებით შეწყალებულ იქნა მსჯავრდებული თენგიზ გუნავა და მას ნასამართლობა მოეხსნა. გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად კანონიერი და სამართლიანი იყო პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს პასუხი გავცეთ აღნშინულ ფაქტთან დაკავშირებულ რამდენიმე ძირითადი კითხვას:  

საიამ სამი ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებებით მიმართა / 2013-08-01 03:23:11

ახალი ამბები

დღეს საიამ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის და მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულყოფილი სახით გაცემის ფაქტზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებებით მიმართა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის საქმეზე / 2013-08-05 07:47:20

ახალი ამბები

როგორც საზოგადოებისთვის ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციითაა ცნობილი, 2013 წლის 13 მაისს გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასტიკად იქნა ნაცემი 24 წლის პატიმარი ლევან კორტავა,  რასაც ამავე წლის 23 მაისს მისი გარდაცვალება მოყვა. აღნიშნული საქმის გამოძიებამ მთელი რიგი შემაშფოთებელი გარემოებები გამოავლინა.

საია და სამართლიანი არჩევნები მოუწოდებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს საარჩევნო დავა კანონით დადგენილ გონივრულ ვადებში განიხილოს / 2013-08-06 08:02:21

ახალი ამბები

საიას ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლო საარჩევნო დარღვევის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვას არა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ შემჭიდროვებულ ვადებში, არამედ დავის განხილვის ზოგადი წესის გამოყენებით გეგმავს, რაც არსებითად ეწინააღმდეგება  საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას, ზიანს აყენებს როგორც წინასაარჩევნო გარემოს, ასევე მართლმსაჯულების ინტერესებს. 

  2013 წლის 30 ივლისს საიამ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სარჩელი წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ჩვენ მოვითხოვეთ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამებამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ბიუჯეტიდან წინასაარჩევნო პერიოდში უკანონოდ გაზრდილი დაახლოებით 14 მილიონი ლარის ხარჯვის შეჩერება.  

საიას დასაბუთებული ვარაუდით, ბრალდებულ მამუკა ივანიაძის ფარული ვიდეოგადაღება პროკურორმა კანონდარვევით განახორციელა / 2013-08-06 08:03:35

ახალი ამბები

2013 წლის 22 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში ,,მცირემიწიან ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ტრაქტორების შეძენისათვის განკუთვნილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ჩატარებულ ბრიფინგზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვერ დადასტურდა ბრალდებულ მამუკა ივანიაძეზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის ფაქტები. აქვე ითქვა, რომ თითქოს მ.ივანიაძემ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ადვოკატის დასწრების გარეშე ნებაყოფლობით მისცა პროკურორს ჩვენება. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად პროკურატურის მიერ გავრცელებულ იქნა ფარული ვიდეო ჩანაწერი. 

საია ახალგაზრდული მიგრაციის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს / 2013-08-12 05:52:41

ახალი ამბები

2013 წლის 12 აგვისტოს  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ახალგაზრდული მიგრაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორის ოფისში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო მიგრაციის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლება. ამასთანავე, გაიმართა პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ პრეზენტაცია. 

კონკურსი მიგრაციის თემატიკაზე სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად / 2013-08-13 02:55:38

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ახორციელებენ პროექტს ”საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა”. პროექტის ფარგლებში მიგრაციის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ცხადდება კონკურსი  სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად. 

 

სატელევიზიო და  რადიო სოციალური რგოლი უნდა მოიცავდეს შემდეგ გზავნილებს:   

განცხადება ნაციონალური მოძრაობის მიერ უწყებათაშორისი კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით / 2013-10-12 12:40:35

ახალი ამბები

გვინდა, გამოვეხმაუროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორისი კომისიის 2013 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს, რის შემდეგაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კომისიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სხდომის მონაწილეებს და თვითმხილველებს, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის მართლაც მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც პარლამენტის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ კომისიის თავმჯდომარეს უთხრა, რომ მმართველ პარტიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება უნდა, რაზეც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ეს მათ უკვე წარმატებულად მოახერხეს. 

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის განცხადება საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრის შესახებ / 2013-10-15 10:18:58

ახალი ამბები

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მზაობას გამოთქვამს წინასაარჩევნო პერიოდში ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მოსაზრებებისა და ინფორმაციის გაცვლას მართლმსაჯულების სფეროს აქტუალური საკითხების შესახებ.

 

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს / 2013-08-26 03:58:59

ახალი ამბები
საია წარმოგიდგენთ მედიისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღესთან  დაკავშირებით.   დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს #9 დადგენილების და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის #42 დადგენილების 2013 წლის  30 სექტემბრისთვის მოქმედი რედაქციის საფუძველზე.   შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები განახლდება.   საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას მედიის წარმომადგენლებს გაუწიოს სამართლებრივი დახმარება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.