სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებით / 2014-04-15 15:21:44

ახალი ამბები

ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ უკმაყოფილებასა და კრიტიკას დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ არსებული ვერსია არსებითი უკანდახევაა დისკრიმინაციასთან ბრძოლის იმ მოდელისა და სტანდარტებისგან, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური თანამშრომლობის გზით შეიმუშავა და ასევე პოზიტიურად იქნა შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის პროექტიდან ამოღებულია დისკრიმინაციის აღმოფხვრის ეფექტური რეპრესიული და პრევენციული მექანიზმები, რომელიც დამრღვევის მიმართ ჯარიმის დაკისრებასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი სავალდებულო ღონისძიებების კონტროლის ინსტრუმენტებს ითვალისწინებდა. ამასთან სუსტი და არაეფექტურია დისკრიმინაციის ფაქტების განხილვისა და მათი აღსრულების პროცესში სახალხო დამცველის კომპეტენციები და  პროცედურული გარანტიები.  

საიამ სასამართლო პროცესების მონიტორინგის მეხუთე ეტაპის შედეგების პრეზენტაცია გამართა / 2014-04-16 15:30:28

ახალი ამბები

2014 წლის, 16 აპრილს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის (JILEP) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს. 

საია - საყდრისი-ყაჩაღიანში სამთო სამუშაოების წარმოება დაუშვებელია / 2014-04-16 11:54:57

ახალი ამბები

გვსურს გამოვეხმაუროთ, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით ბოლო დროს მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე ადგილი აქვს სხვადასხვა სახის სამუშაოებს.

საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმაურება ტელეკომპანია ტვ3-ის გადამღები ჯგუფის დაკავების შემთხვევას / 2014-04-18 20:21:31

ახალი ამბები

როგორც 2014 წლის 15 აპრილს გორის რაიონის სოფელ აძვთან რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებულმა, ტელეკომპანია ტვ3-ის გადამღები ჯგუფის წევრებმა, ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძემ, ოპერატორმა ვახტანგ ლეკიაშვილმა და ტექნიკურმა თანამშრომელმა მიხეილ მიხოევმა, განთავისუფლების შემდეგ მედიასთან საუბარში აღნიშნეს, რუსი მესაზღვრეების მიერ მათი დაკავება განხორციელდა საქართველოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საიდანაც ისინი შემდგომ გადაიყვანეს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ნაწილში, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას ახორციელებს / 2014-04-23 13:34:19

ახალი ამბები

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს უკვე შეუდგა. ორგანიზაცია   წინასაარჩევნო პერიოდს რეგიონული ოფისების მეშვეობით, საქართველოს 8 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამეგრელოსა და თბილისში აკვირდება. 

კოალიციის მოსაზრებები იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით / 2014-04-24 17:46:13

ახალი ამბები

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" წარმოგიდგენთ მოსაზრებებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც შემოთავაზებულია გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების სისტემა. 

საია ჩვილი ბავშვების საზღვარგარეთ უკანონო გაყვანასთან დაკავშირებით ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს / 2014-04-25 14:55:24

ახალი ამბები

საქართელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომართა ასოციაცია ,,მომავლის იმედმა", რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეხება ჩვილი ბავშვების დაბადების მოწმობების გაყალბებას მათი საზღვარგარეთ უკანონოდ გაყვანის მიზნით. ,,მომავლის იმედის" მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო დანაშაულის სქემა ასე მუშაობდა: ბავშვების ჩასახვა ხდებოდა დონორთა უჯრედების გამოყენებით, მიღებული ემბრიონების გადანერგვა და გამოზრდა ხდებოდა სუროგატი დედების საშვილოსნოში. ამის შემდეგ, სუროგატ დედებს აიძულებდნენ დაეფარათ სუროგაციის ფაქტი, დარეგისტრირებულიყვნენ კანონიერ დედებად და მამად დაესახელებინათ ის უცხოელი,  რომელსაც საქართველოდან უნდა გაეყვანა ბავშვი.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის მუშაობა შეაფასეს / 2014-04-26 23:11:14

ახალი ამბები

 თბილისი, 26 აპრილი 2014 – დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“  წარმოადგინეს ერთობლივი ანგარიში – შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის მუშაობის შეფასება.

საიას განცხადება ყვარლის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებზე / 2014-04-28 10:14:11

ახალი ამბები

როგორც ცნობილია, 2014 წლის 25 აპრილს პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დააკავა. მასთან ერთად დააკავეს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის რწმუნებული, „ქართული ოცნების“ წევრები და მოქალაქეები, სულ 17 პირი. მუნიციპალიტეტის გამგებელი წვრილმანი ხულიგნობის, ხოლო მისი მხარდამჭერები როგორც წვრილმანი ხულიგნობის, ასევე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით იქნენ დაკავებულნი.  გამგებლის მხარდამჭერები დააკავეს მაშინ, როდესაც მათ გამგებლის დაკავება ქუჩაში გააპროტესტეს. პოლიციის განცხადებით, დაკავებულებმა საკრებულოს წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს.  იმავე დღეს გამგებელს სასამართლომ ჯარიმის სახით 100 ლარი, ხოლო მის მხარდამჭერებს 400 ლარი შეუფარდა. საიას თელავის ოფისის ადვოკატი სასამართლო პროცესზე დაკავებულთაგან 5 პირის, მათ შორის დავით ქევხიშვილის, ინტერესებს იცავდა. 

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების მიმართვა ხელისუფლებას / 2014-04-28 12:37:26

ახალი ამბები

არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები ხელისუფლებას "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, მოუწოდებენ, გაითვალისწინონ სახალხო დამცველის, სამოქალაქო საზოგადოებისა და რელიგიური ორგანიზაციების მოთხოვნები დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმების შესახებ და საქმით აჩვენონ ქვეყანაში თანასწორი, სოლიდარული გარემოს შექმნისთვის მზადყოფნა. მიმართვას ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები, ჯამში 40-მდე ორგანიზაცია.