სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საიას წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია / 2014-05-20 12:36:49

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. წინასაარჩევნო პროცესებს საია თბილისსა და საქართველოს რვა რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელოში ახორციელებდა

კამპანია „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ ფარული მოსმენების მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების შეფერხებას აპროტესტებს / 2014-05-20 16:19:00

ახალი ამბები

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტში ინტენსიურად მიმდინარეობდა საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რომელიც ფარული მიყურადებისა და თვალთვალის რეგულაციებში პროგრესული ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად. საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს და პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა. კანონპროექტი პირველი მოსმენით განხილულ იქნა პლენარულ სხდომაზეც, თუმცა, სამწუხაროდ, კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტმა მისი მიღება ვერ მოახერხა. 

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩაშლილ სხდომასთან დაკავშირებით / 2014-05-23 13:33:59

ახალი ამბები

2014 წლის 21 მაისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ინიციატივით მოწვეული სხდომა, რომელზეც დღის წესრიგის თანახმად, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა იგეგმებოდა (გადატვირთულობის პრობლემა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რეზერვში მყოფი მოსამართლეების დანიშვნის საკითხი) ჩაიშაილა. სხდომის ჩაშლის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ  საბჭოს მოსამართლე წევრებიდან სხდომას არც ერთი მათგანი არ დაესწრო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საბჭოს სხდომა მოწვეულ იქნა არამოსამართლე წევრების ინიციატივით. თუმცა, ეს ინიციატივა არა თუ მხარდაჭერილ არ იქნა მოსამართლე წევრების მხრიდან, არამედ, როგორც აღვნიშნეთ, მისი სრული იგნორირება მოხდა. როგორც საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა განმარტეს, საბჭოს ყველა წევრი  სხდომის შესახებ წინასწარ ინფორმირებული იყო. 

დაისაჯა თუ არა ვინმე სხვისი პირადი ცხოვრების უფლების დარღვევისთვის? / 2014-05-23 16:51:12

ახალი ამბები

 "რიგით მოქალაქეს, რომელმაც გახსნა სხვისი საფოსტო გზავნილი, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვის ვადით,

 
ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომელმაც ინტერნეტში განათავსა სხვისი პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა, შეეფარდა მხოლოდ პირობითი მსჯავრი."
 
კამპანია ,,ეს შენ გეხება"

ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმა უმოკლეს ვადებში უნდა იქნეს გამოძიებული / 2014-05-27 17:33:50

ახალი ამბები

 გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრს,  ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ აბაშიძის #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში. ზურაბ ჭიაბერაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრია. ის პარტიის წარმომადგენელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის შექმნილ უწყებათაშორის კომისიაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ათ საარჩევნო ოლქში კანდიდატებზე ზეწოლის შემთხვევებს ეხმაურებიან / 2014-05-30 13:19:50

ახალი ამბები

 ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატები, რომლებიც პროპორციული ან მაჟორიტარული სიით აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, საკუთარ კანდიდატურებს ზეწოლის შედეგად ხსნიან. ასეთ ფაქტებზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები საუბრობენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაბამის ინფორმაციასაც.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება გარდაბანში მომხდარ ინციდენტზე / 2014-05-30 13:26:43

ახალი ამბები

შეშფოთებას გამოვთქვამთ 28 მაისის ღამეს, გარდაბანში მომხდარი ინციდენტის თაობაზე, როდესაც ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ გარდაბნის რაიონში მცხოვრები მოქალაქეთა ჯგუფები. შეტაკება იმდენად სერიოზული იყო (თვითმხილველების თქმით დაპირისპირებაში დაახლოებით 300 ადამიანი მონაწილეობდა), რომ საინფორმაციო სააგენტოების მონაცემებით, მდგომარეობის განმუხტვისთვის სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა აუცილებელი.

კონკურსი / 2014-06-02 17:45:11

ახალი ამბები

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/GYLA და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი/CIPDD იწვევენ სოფლის მეურნეობის  სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და თბილისიდან ტრენინგ-სემინარში „ახალი ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში: ჰოლანდიური გამოცდილების გაზიარება“  მონაწილეობის მისაღებად. 

სასამართლომ საყდრისი - ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება შეაჩერა / 2014-06-02 19:56:17

ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეების კახა კოჟორიძისა და დალი მამულაშვილის შუამდგომლობა და შეაჩერა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კომპანია ,,RMG Gold’’ -მა საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება მიიღო. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით კომპანიას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისი-ყაჩაღიანში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით სამუშაოების წარმოება ეკრძალება.  

პრემიერის განცხადებები წინასაარჩევნო პროცესებზე უარყოფითად აისახება / 2014-06-02 18:06:09

ახალი ამბები

31 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთსა და ლანჩხუთში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და გურიაში ადგილობრივი არჩევნებისთვის კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატები წარადგინა.  ამ შეხვედრებისას პრემიერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არცერთ რეგიონსა და ქალაქში არ დაუშვებს სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას. მან ასევე თქვა, რომ „ნაციონალების“ არცერთი ნარჩენი არ უნდა დატოვონ”. ამას ემატება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 ივნისის განცხადება, სადაც ყოველგვარი გამოძიების ჩატარების გარეშე უარყოფილია საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები. ასეთ პირობებში, არ არის გასაკვირი, რომ კვლავ ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდოდ ზეწოლის შედეგად ოპოზიციის კანდიდატების მიერ მათი რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე.