სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით საიამ ორი კვლევის პრეზენტაცია გამართა / 2014-06-03 11:01:42

ახალი ამბები

2014 წლის 3 ივნისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევების: "ინფორმაციის თავისუფლება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა" (საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი) და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი" (საქართველოში არსებული პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება) პრეზენტაცია გამართა.

როგორ ინიშნებიან საქართველოში მოსამართლეები? / 2014-06-04 17:09:44

ახალი ამბები

გასული კვირა მნიშვნელოვანი მოვლენით დაიწყო - საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს მასშტაბით მოსამართლის 34 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად  კანდიდატებს უყარა კენჭი. 

საიაში სამდღიანი რეგიონული სემინარი გაიმართა / 2014-06-05 11:56:00

ახალი ამბები

საია მასპინძლობს სამ დღიან სემინარს, რომლის ორგანიზატორია საიას პარტნიორი ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი’’ (EHRAC). სემინარს საიას იურისტებთან ერთად ესწრებიან იურისტები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან: სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და უკრაინა.

საია ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე რეაგირებას მოითხოვს / 2014-06-05 14:11:52

ახალი ამბები
საიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა მერაბ როდონაიას ჟურნალისტური საქმიანობისთვის უკანონოდ ხელშეშლის ფაქტზე რეაგირების მოხდენის მიზნით.
 

საიამ საყდრისი-ყაჩაღიანის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა / 2014-06-06 11:58:46

ახალი ამბები

დღეს, 2014 წლის 6 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციამ, საქართველოში აკრედიტებული ელჩების და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისთვის, კვლევის – “საყდრისი-ყაჩაღიანი: კულტურული მემკვიდრეობიდან ოქროს თანამედროვე მოპოვებამდე” პრეზენტაცია გამართა.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება „იმედის ფესტივალთან“ დაკავშირებით / 2014-06-06 19:39:23

ახალი ამბები

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით “იმედის საერთაშორისო ფესტივალთან” დაკავშირებით განვითარებულ  მოვლენებს და მიგვაჩნია, რომ ფესტივალის გამართვისთვის ხელშეშლა ღონისძიების ორგანიზატორ რელიგიურ გაერთიანებებსა და ფესტივალის მონაწილეებს უზღუდავს რელიგიის თავისუფლებას და შეიცავს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ნიშნებს. 

საიას მაისის თვის წარმატებული საქმეები / 2014-06-06 22:56:28

ახალი ამბები

 საიას დახმარებით არასრულწლოვანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

არასრულწლოვან გ.ს.-ს ბრალი ედებოდა ქურდობის დახმარებაში. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ითხოვა გ.ს.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენება. საიას თბილისის ადვოკატი არ დაეთანხმა პროკურატურის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას და ალტერნატივის სახით იშუამდგომლა  პირადი თავდებობის გამოყენება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და გ.ს.-ს აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდა პირადი თავდებობა. ამის შემდეგ, პროკურატურამ შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა და გააფორმა განრიდების ხელშეკრულება, რომლითაც ჩვენს ბენეფიციარს დაევალა სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.

საია მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება / 2014-06-07 14:46:23

ახალი ამბები

2014 წლის 5 ივნისს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო ბლოკის -  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატის აკმამედ იმამკულიევის საარჩევნო რეგისტრაცია გააუქმა.  რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდა სადამკვირვებლო ორგანიზაციის „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის“ განცხადება, რომლის თანახმადაც გამგებლობის კანდიდატს საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად არ უცხოვრია.  აღნიშნულ საკითხზე საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილების მიღებას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. საიას დამკვირვებლები 5 ივნისს მარნეულში იმყოფებოდნენ და პირადად აკვირდებოდნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს. 

საიას განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე / 2014-06-07 18:31:09

ახალი ამბები

შეშფოთებას გამოვთქვამთ 6 ივნისს, ზუგდიდში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს უარი თქვან ძალადობაზე. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, 6 ივნისს, დღის მეორე ნახევარში ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის წინ გაუჩინარებული თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა და ათეულობით მოქალაქემ აქცია გამართეს

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტს ეხმაურება / 2014-06-09 20:16:40

ახალი ამბები

2014 წლის 8 ივნისს ტელეარხი 25-ის ეთერში გავიდა ჟურნალისტის ჯაბა ანანიძის საგამოძიებო ფილმი სახელწოდებით „უმაღლესი კომფორტი“ . ფილმი შეიცავს ინტერვიუებს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს კომისიების ხელმძღვანელებთან, მათ მიერ გაწეული საქმიანობის, მათ შორის უცხო ქვეყნებში მივლინებების დროს გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ.