სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საიასა და სახალხო დამცველის ერთობლივი კონფერენცია / 2014-06-04 16:08:47

ახალი ამბები

2014 წლის 4 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სახალხო დამცველმა  გამართეს ერთობლივი კონფერენცია სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ეფექტური გამოძიების საკითხებზე. ღონისძიების ერთ–ერთი ძირითადი რეკომენდაცია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის  შექმნის აუცილებლობა იყო.

გამოხმაურება ბათუმსა და ცაგერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით / 2014-06-10 15:16:37

ახალი ამბები

2014 წლის 7 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე და გიგა ბოკერია წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ ბათუმში, დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეხვედრაზე ყოფილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო კრების“ წარმომადგენელი - დავით ლორია და პოლიტპატიმარი - ჯემალ დუაძე მივიდნენ.  მათი განცხადებით, სურდათ პასუხები მიეღოთ პარტიის ლიდერებისგან მათი მმართველობის პერიოდში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე დამსწრე პირებმა დუაძეს და ლორიას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რაც მხარეებს შორის  სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაზიანდა ჟურნალისტების აპარატურაც.

საიას წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში / 2014-06-11 13:04:06

ახალი ამბები

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.  ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდს რეგიონული ოფისების მეშვეობით, საქართველოს 9 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამეგრელოსა და თბილისში აკვირდებოდა. წინამდებარე ანგარიში მოიცავს 1 მაისიდან 10 ივნისამდე პერიოდს.

საიას განცხადება გიგი უგულავას საქმის განხილვის განმეორებით დაუსაბუთებლად გადადების შესახებ / 2014-06-11 15:55:39

ახალი ამბები

როგორც ცნობილია, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე 2014 წლის 10 ივნისს ჩანიშნული სასამართლო სხდომა, სადაც სასამართლოს უნდა ემსჯელა მისთვის შეწყვეტილი ქალაქის მერის უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე, ბრალდების მხარის გამოუცხადებლობის მოტივით, კიდევ ერთხელ გადაიდო.

საიას განცხადება უვადო პატიმრობამისჯილ პირებთან დაკავშირებით / 2014-06-10 16:27:18

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება უვადო პატიმრობამისჯილი პირების მიერ შიმშილობის გამოცხადების ფაქტს.  თემის სენსიტიურობიდან და პატიმრობის საკითხებისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გავაკეთოთ რამოდენიმე განმარტება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, როგორც სასჯელის ერთ-ერთ სახეს. ამასთან, ეს სასჯელი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებებს ეხმაურებიან / 2014-06-12 13:47:24

ახალი ამბები

გვსურს გამოვეხმაუროთ, ბოლო პერიოდში, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სასამართლოს მისამართით გაკეთებულ რამდენიმე განცხადებას და დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით.

საიას სადამკვირვებლო მისია / 2014-06-13 12:17:33

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე  სადამკვირვებლო მისიის შესახებ პრესკონფერენცია გამართა. საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის განცხადება ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ / 2014-06-13 20:08:25

ახალი ამბები

სოციალურ ქსელში Facebook შექმნილია გვერდი, რომელზეც გამოქვეყნებულია ჟურნალისტების ფოტოები და ვიდეოები დამონტაჟებული სახით და განთავსებულია ღირსების შემლახავი კომენტარები. როგორც გვერდის საერთო შინაარსიდან ირკვევა, გვერდის შექმნა მიზნად ისახავს საზოგადოებას ჩამოუყალიბოს გარკვეული წარმოდგენა ჟურნალისტების, მათ შორის ტელეარხი 25-ის ჟურნალისტის ჯაბა ანანიძის პირადი ცხოვრების შესახებ.    

არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ: 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები / 2014-06-14 12:10:49

ახალი ამბები

 მოკლე მიმოხილვა

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მონიტორინგმა აჩვენა, რომ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2014 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ნაკლები იყო საარჩევნო კანონმდებლობის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების შემთხვევები, ამომრჩევლის მოსყიდვის, პოლიტიკური აქტივისტების დაშინებისა და დაკავების ფაქტები. თუმცა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, პრობლემები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისწინა პერიოდში გაცილებით მეტი იყო.

საიას კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის / 2014-06-15 10:24:40

ახალი ამბები

დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ დარღვევებს: