სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 14:00 საათისთვის / 2014-06-15 14:30:50

ახალი ამბები

დღის 14:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.

 
ძირითადად, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. თუმცა დაფიქსირდა  არსებითი ხასიათის დარღვევაც. ზუგდიდის N32 უბანზე დარღვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საიას მობილური ჯგუფის დამკვირვებელი მივიდა ზემოაღნიშნულ უბანზე. ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით 10:00 საათზე, ზუგდიდის #32-ე უბანზე გამოცხადდნენ ორი წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა, ცინარა აბულაძე და მისი ნათესავები. ცინარა აბულაძე მისი შვილის საქმეზე გამოძიების ჩატარებას ითხოვდა. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე კენჭისყრა აღარ მიმდინარეობს, რადგან კაბინები დამტვრეულია, ყუთიდან ბიულეტენები ამოყრილი და უბანზეა გაბნეული. 
 

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 18:00 საათისთვის / 2014-06-15 18:35:33

ახალი ამბები

18:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას. არჩევნები უმეტესწილად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. 

 უკანასკნელი საათების განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 21:00 საათისთვის / 2014-06-15 21:44:43

ახალი ამბები

საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.  20:00 საათიდან დაიხურა კენჭისყრის უბნები და დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა.

18:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:
 
სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება - დარღვევები გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებით 

 

საიას საგანგებო განცხადება ხონის ოლქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით / 2014-06-15 23:33:08

ახალი ამბები

საიას დამკვირვებელთა ინფორმაციით, ხონის საარჩევნო ოლქში იქმნება რეალური საშიშროება, რომ მოხდეს ცალკეულ უბნებზე გარკვეული პირების შეჭრა და ხმის დათვლის და შედეგების შეჯამების  პროცედურის ჩაშლა. როგორც ცნობილია, ხონის 22-ე უბანზე მოხდა უცხო პირების შეჭრა და საარჩევნო ყუთის დამტვრევა.  ამ წუთებში ადგილი აქვს ხონის მე-19 უბანზე შეჭრის მცდელობას. არის სხვა უბნებში შეჭრის საშიშროება.

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის შეფასება / 2014-06-16 13:45:09

ახალი ამბები

საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

 
15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს საია თბილისისა და 10 რეგიონის 40 საარჩევნო ოლქში 500 - მდე დამკვირვებლით აკვირდებოდა.
 

GYLA’s statement about yet another unreasonable postponement of Gigi Ugulava’s trial / 2014-06-11 15:55:14

ახალი ამბები

As reported, hearing on Gigi Ugulava’s case was postponed again for the prosecution’s absence. At the hearing appointed for June 10, 2014 the court should have reviewed restoration of his authority as a Mayor.

საია ხელისუფლებას პრემიებთან დაკავშირებით ობიექტური და გამჭვირვალე რეგულაციების დროულად მიღებისკენ მოუწოდებს / 2014-06-20 19:17:25

ახალი ამბები

საჯარო სამსახურში პრემიის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები, დიდი ხანია  საიას ინტერესის საგანს წარმოადგენს. ამ საკითხს საიამ არაერთი განცხადება და კვლევა მიუძღვნა. ამჯერად გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში საჯარო დაწესებულებებში პრემიების გაცემასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას და აღვნიშნოთ შემდეგი:

გაუმართლებლად მიგვაჩნია საჯარო დაწესებულებში პრემიის გაცემის არსებული პრაქტიკა და ის ტენდენციები რაც სულ უფრო აქტუალურ ხასიათს იძენს. ხშირ შემთხვევაში საჯარო დაწესებულებებში პრემიის გაცემას  არაფერი აქვს საერთო პრემიის არსსა და ბუნებასთან.

საია და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ფონდი ,,კონსტანტას" საქმეზე გამოძიების აუცილებლობაზე მიუთითებენ / 2014-06-23 12:30:23

ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ანგარიშებისა თუ კვლევების მიხედვით, საქართველოში საკუთრების უფლება წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასობრივად დარღვეულ უფლებას წარმოადგენდა. ამ ფაქტს დღევანდელი ხელისუფლება სადაოდ არ ხდის. თუმცა, სამწუხაროდ, სახელმწიფოს რეაგირება ამ დარღვევაზე არაეფექტურია.

საია არჩევნების შემდგომ საჩივრების განხილვისა და შედეგების შეჯამების პროცედურების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს / 2014-06-23 15:51:36

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნების დღის შემდგომი პროცედურების დაკვირვებას 38 საოლქო საარჩევნო კომისიაში ახორციელებდა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საია შესაბამისი საჩივრებით საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოს მიმართავდა. 

საიას კონკურსი ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად / 2014-06-25 10:37:36

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/GYLA და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი/CIPDD იწვევენ არქიტექტორებსა და მშენებლობის სფეროში დასაქმებულ პირებს  საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და თბილისიდან ტრენინგ-სემინარში „არქიტექტურა და ქალაქმშენებლობა - ჰოლანდიური გამოცდილება“ მონაწილეობის მისაღებად.