მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა (კონსტანტინე იაკობიშვილმა) საკვირაო ქადაგების დროს კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა (კონსტანტინე იაკობიშვილმა) საკვირაო ქადაგების დროს კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა.
საია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას და საქართველოს პროკურატურას მიმართავს ქართული ოცნების ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე და სათანადო რეაგირებას ითხოვს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს ტელეკომპანია ,,ტაბულას“ თანამშრომლის და მასთან ერთად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული კიდევ 2 პირის ინტერესებს, რომლებიც პოლიციის თანამშრომლებმა 2014 წლის 28 ივნისს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე (პოლიციის თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს. მათი დაკავებიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაკავებული პირების უფლებების დარღვევის თაობაზე.
საია მერებისა და გამგებლების 2014 წლის არჩევნების მეორე ტურს თბილისსა და 13 საარჩევნო ოლქში დააკვირდება.
2014 წლის 10 ივლისს საიამ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხებზე ახალციხეში შეხვედრა გამართა. ღონისძიებას საიას პარტნიორი ორგანიზაციის - სომხეთის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას სომხეთში ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია გახსნის პროცედურებს აკვირდებოდა, პირველი ამომრჩევლის მისაღებად დროულად იყო მზად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით.
დღის 16:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.
20:30 საათისთვის საია აგრძელებს არჩევნების დაკვირვებას.
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტურს საია თბილისსა და 13 საარჩევნო ოლქში 400- მდე დამკვირვებლით აკვირდებოდა.
საია იცავს საიხან მუზაევის ინტერესებს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ აძლევს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავს.