სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საია აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად / 2016-07-26 12:58:42

ტენდერები

შესყიდვის ობიექტი - კომპიუტერული ტექნიკა: 10 ცალი პორტატული კომპიუტერი (ნოუთბუქი), 3 ცალი ნეთბუქი, 8 ცალი Desktop კომპიუტერი (მხოლოდ ქეისი), 23 – UPS და 12 ცალი WiFi, თანდართული დეტალური სპეციფიკაციის შესაბამისად). 

საიას თბილისის ოფისის დახმარებით საწარმოო ტრავმით დაზარალებულმა პირმა დამსაქმებლისგან 20 000 ლარის კომპენსაცია მიიღო / 2016-07-27 17:32:11

საიას წარმატებული საქმეები

2015 წლის ნოემბერში საია-ს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრს სამართლებრივი დახმარებისათვის მომართა ნ.ც.-მ, რომელიც ერთ-ერთ საკვები პროდუქტების დამამზადებელ დაწესებულებაში მუშაობდა. სამუშაო მოვალეობების შესრულების დროს, მას ხელი მოჰყვა საკვები პროდუქტის გადამამუშავებელ დანადგარში და მიღებული დაზიანების გამო დასჭირდა  ხელის ტრავმული ამპუტაცია. 

კოალიცია ეხმიანება სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ასარჩევ კანდიდატთა სიის მთავრობის მიერ გადასინჯვას / 2016-07-29 16:28:40

ახალი ამბები

კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, სურს, გამოეხმაუროს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე, კანდიდატთა სიაში ნანა მჭედლიძის კანდიდატურის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძის კანდიდატურით ჩანაცვლებას.

საიამ ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა / 2016-07-31 19:42:35

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2016 წლის 29 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რ. პ-ს სახელით საჩივარი წარადგინა. 

საია ეხმიანება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოზიციას ჩვენ მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით / 2016-08-03 21:14:28

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისმიხეილ სააკაშვილის პოზიციას ჩვენ მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით

საიას თბილისის ოფისის დახმარებით დევნილმა სტატუსი აღიდგინა / 2016-08-05 13:04:18

საიას წარმატებული საქმეები

საიას თბილისის ოფისი სასამართლოში წარმოადგენდა გ.გ.-ს, რომელიც 2006 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის მუნიციპალიტეტში. 

საია ბათუმსა და თელავში მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება / 2016-08-06 17:54:44

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს. ამჯერად გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს ორ ქალაქში, ბათუმსა და თელავში 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტებზე და მოვუწოდოთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, რომ გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა, ჯეროვნად შეასრულონ მათზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, სტაბილურ და ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში ჩატარებას. 

პლატფორმა „არა ფობიას“ განცხადება ადამიანის უფლებათა საკითხებზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით / 2016-08-09 12:21:54

ახალი ამბები

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ ჩვენს მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა საკითხებზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.

საგრანტო კონკურსი ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშემწყობი საგრანტო პროგრამა: ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ/საარჩევნო უფლებების რეალიზების კვლევა/ანალიზი / 2016-08-09 18:00:44

ტენდერები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ (USAID) პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კონკურენტული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში, იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ/საარჩევნო უფლებების რეალიზების შესწავლის მიზნით,  საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

საგრანტო კონკურსი ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშემწყობი საგრანტო პროგრამა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკურ/საარჩევნო უფლებების რეალიზების კვლევა/ანალიზი / 2016-08-09 18:15:44

ტენდერები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ (USAID) პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს, კონკურენტული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში, იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, შშმ პირების პოლიტიკურ/საარჩევნო უფლებების რეალიზების შესწავლის მიზნით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.