სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს კვლევის მომზადებაზე / 2016-08-12 10:42:35

ტენდერები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს კვლევითი პროექტის განხორციელებაზე. საკვლევ საგანს წარმოადგენს: საქართველოში 2016-2018 წლების საარჩევნო ციკლის პერიოდში პოლიტიკურ-საარჩევნო პროცესებში ქალთა ჩართულობის ხელშემწყობი გარემოს შესწავლა.

 

საია წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) სავარაუდო ხელშეშლისა და ძალადობის ფაქტებს ეხმაურება / 2016-08-12 18:03:53

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 11 და 12  აგვისტოს ბორჯომში, დედოფლისწყაროსა და ზუგდიდში წინასაარჩევნო აგიტაციისას სავარაუდო ხელშეშლისა და ძალადობის ფაქტებს. 

განცხადება კადრების გავრცელებაზე / 2016-08-17 13:35:12

ახალი ამბები

კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება ერთ-ერთი მედია საშუალების ვებგვერდის მეშვეობით პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებას დაუშტრიხავი ფორმით იმგვარად, რომ ყველასათვის შესაძლებელი გახდა კადრებზე ასახული პირების იდენტიფიცირება. კადრები ასევე აიტვირთა და ფართოდ გავრცელდა YouTube-ზე. სამწუხაროდ, შესაბამისი უწყებების მიერ კადრების დაბლოკვა ამ დრომდე არ არის უზრუნველყოფილი.

 

საია ეხმიანება ჟურნალისტის დავით მჭედლიძისთვის პოლიციის მიერ იძულების გამოყენებით პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს / 2016-08-19 18:23:45

ახალი ამბები

საია ეხმიანება ჟურნალისტ დავით მჭედლიძისთვის პოლიციის მხრიდან პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ნებისმიერი შემთხვევა, მიუხედავად იმისა შეიცავს თუ არა ის დანაშაულის ნიშნებს, მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. 

საია წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ამჟამად მიმდინარე შესარჩევი კონკურსების მონიტორინგს აწარმოებს / 2016-08-22 10:03:43

ახალი ამბები

 საიას დამკვირვებლებისათვის ცნობილი გახდა ინფორმაცია შესაძლო წინასწარი სიების არსებობის შესახებ; ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით შესარჩევი წევრების არჩევის დროს, ოლქის წევრებს უნდა ეხელმძღვანელად ზემოაღნიშნული სიებით. 

საია-ს თბილისის ოფისის დახმარებით პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ ადმინისტარციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა / 2016-08-22 11:27:41

საიას წარმატებული საქმეები

2016 წლის 7 ივლისს პოლიციის თანამშრომლებმა ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლით დააკავეს. 

არასამთავრობოების მიმართვა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესა და მერს / 2016-08-23 17:29:41

ახალი ამბები

მიმართვა ღიაა ხელმოწერებისათვის, როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე მოქალაქეებისათვის, 2016 წ 29 აგვისტომდე.

ხელმოწერის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე: greenalt@greenalt.org

საიამ გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში ანგარიში წარადგინა / 2016-08-24 09:55:35

ახალი ამბები

2016 წლის 22 აგვისტოს საიამ გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა. ანგარიში ეხება 2014 წლის ივლისში კომიტეტის მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე.

საიას მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე: "მედია და არჩევნები". / 2016-09-01 12:42:24

ტენდერები

ტრენინგს ორგანიზებას უწევს საიას მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი.
ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკის შეეთებული შტატების საელჩო საქართველოში, დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ეგიდით,   პროექტის – ძლიერი მედია სამართლიანი არჩევნებისათვის ფარგლებში. 

საია ქობულეთის N 81 საოლქო საარჩევნო კომისიას ლეონიდ ჩერნოვეცკის მაჟორიტაორბის კანდიდატობის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლის თხოვნით მიმართავს / 2016-09-05 13:35:30

ახალი ამბები

2016 წლის 27 აგვისტოს N81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გამოსცა N07/2016 განკარგულება, რომლის თანახმადაც 2016 წლის 08 ოქტომბრის საქართველოს პარალმენტის არჩევნებისათვის N71 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ წარდგენილი ლეონიდ ჩერნოვეცკი დარეგისტრირდა პარლამენტის წევრობის მაჟორიტარობის კანდიდატად.