სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

სასწავლო კურსი „გადასახადების ადმინისტრირება და გადამხდელის უფლებები“ / 2017-03-13 16:59:09

ტენდერები

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მიღებას ინტენსიურ კურსზე: „გადასახადების ადმინისტრირება და გადამხდელის უფლებები“.

არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო კომისიას მიმართავენ / 2017-03-14 15:45:01

ახალი ამბები

ჩვენ, ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, გენდერული თანასწორობის, ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და უმცირესობათა სხვა ჯგუფების უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, რომელიც არ არის ორიენტირებული ყველაზე მოწყვლადი და ჩაგრული ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. აღნიშნულში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, კომისიის სამუშაო ჯგუფში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ სქესთა შორის თანასწორობის რეალური იდეის კონსტიტუციური გარანტიების შემუშავებაზე მიმართული  რეკომენდაციების განხილვამ, რასაც კომისიის წევრების მხრიდან მოჰყვა არასერიოზული და დამცინავი დამოკიდებულება.

მოსაზრებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე / 2017-03-16 12:11:21

ახალი ამბები

გვსურს გამოვეხმაუროთ არჩევნებთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილი ცვლილებების პროექტს. წარმოდგენილი ვერსიით, უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, თუმცა პროპორციულობა პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მის მიერ პარლამენტში მოპოვებულ მანდატებს შორის უზრუნველყოფილი არ იქნება; პოლიტიკური პარტიები არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო ბლოკებად ვერ გაერთიანდებიან; საქართველოს ამომრჩეველი საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ვერ აირჩევს.

საია სტამბოლის კონვენციის სრულყოფილ რატიფიცირებას ითხოვს / 2017-03-16 13:54:31

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტი სტამბულის კონვენციის რატიფიცირებას აპირებს. საია მიესალმება სახელმწიფოს მზაობას დახვეწოს შიდა კანონმდებლობა და ამ გზით გააუმჯობესოს ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში. შემუშავებული ,ცვლილებები, ნამდვილად წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს, თუმცა სრულად არ მოიცავს კონვენციით გათვალისწინებულ მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს.

28-ჯერ უფრო ძვირად ჩამორთმეული ქონება / 2017-03-20 15:13:05

ახალი ამბები

დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, კვლევის - „28-ჯერ უფრო ძვირად ჩამორთმეული ქონება“ პრეზენტაცია გამართა. კვლევა, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ - ზვიად ნაზღაიძისათვის გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროების სახელით ჩამორთმეული და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების სამართლებრივ მხარეს ეხება.

სავარაუდო პოლიტიკური მოტივაციის მქონე საქმეებზე საიამ ევროპულ სასამართლოში წერილობითი არგუმენტაციები წარადგინა / 2017-03-21 16:56:34

ახალი ამბები

2017 წლის 8 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინა წერილობითი არგუმენტაცია მის წარმოებაში არსებულ 3 საჩივარზე: ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, კალანდია საქართველოს წინააღმდეგ და შუბითიძე საქართველოს წინააღმდეგ. აღნიშნული საქმეები შეეხება სავარაუდო პოლიტიკური მოტივაციით მომჩივანთა მსჯავრდებას ნარკოტიკული ან/და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისათვის 2010-2012 წლებში.

ახალი დოკუმენტები ზვიად ნაზღაიძის საქმეზე გამოძიების დაწყების საჭიროებას ადასტურებს / 2017-03-23 10:46:10

ახალი ამბები

საიამ, მოიპოვა დოკუმენტები რომელზე დაყრდნობითაც, 2017 წლის 20 თებერვალს, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი, საიას კვლევაში მოყვანილი ფაქტების უსამართლობაზე საუბრობდა. მოპოვებული დოკუმენტიდან, ერთი სოფიო ქათამაძესა და შპს „ფროფერთი მენეჯენტს“ შორის 2015 წლის 3 ივნისს გაფორმებული მემორანდუმია, მეორე „ფროფერთი მენეჯმენტის“ 2015 წლის 29 ივნისის წერილი, ხოლო მესამე საქართველოს ბანკის მიერ 2015 წლის 21 ოქტომბერს საჯარო რეესტრისათვის გაგზავნილი წერილი. გვსურს მოკლედ შევეხოთ თითოეულ დოკუმენტს.

კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას სასამართლო სისტემის თვისობრივი რეფორმა დაიწყოს / 2017-03-24 12:08:32

ახალი ამბები

უკანასკნელ პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის სასამართლო განხილვის ხარისხმა, პროცედურულმა ხარვეზებმა და თითოეულ ეტაპზე გაჩენილმა კითხვებმა, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სისტემური პრობლემები, რაც მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს და რაზეც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად მიუთითებდნენ. ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის განხილვის ვერც ერთ ეტაპზე ვერ გაქარწყლდა ის კითხვები, რაც საქმის პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე არსებობდა, რამაცკიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად შეარყია საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემისადმი. კოალიციას მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აღიაროს ის სისტემური პრობლემები რაც სასამართლო სისტემაში არსებობს, რეალურად დაისახოს მიზნად სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა  და სასამართლოს ძირეული რეფორმა დაიწყოს.

 

ქალთა მიმართ ძალადობის საქმეები / 2017-03-27 12:36:27

ახალი ამბები

2017 წლის 27 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა: „ოჯახში ძალადობა, ოჯახური დანაშაული და ქალთა მიმართ ძალადობა.“ ანგარიშში, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, საუბარია მამაკაცის მიერ ქალის ცემის, ფეხმძიმე ცოლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ბენზინის გამოყენებით ქალის დაწვის, სერიოზული ფსიქოლოგიური ძალადობის, მოკვლის მუქარისა და ოჯახის ფარგლებში ძალადობის განხორციელების სხვა შემთხვევებზე.

121 ორგანიზაციის მიმართვა სავარაუდოდ 7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების შესახებ / 2017-03-31 11:48:35

ახალი ამბები

ეფექტიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა - 2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები“