სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლოს წინაშე 2011 წლის 26 მაისის აქციის მონაწილეების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევა აღიარა / 2017-04-10 15:45:44

ახალი ამბები

2011 წლის 24 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის მონაწილე ოთხი პირის სახელით. 2017 წლის 7 მარტს ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე განჩინება გამოიტანა1 . 

საია გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ტენდერში საკანცელარიო ნივთების შეძენაზე / 2017-04-10 16:02:32

ტენდერები

ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს. 
ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე: http://www.gyla.ge

საია გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად კარტრიჯების შესყიდვის/დამუხტვის მომსახურების შეძენაზე / 2017-04-10 16:13:55

ტენდერები

ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს. 
ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე: http://www.gyla.ge

დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გაიმართება სხდომა 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებული პირებისთვის კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით. / 2017-04-11 09:55:40

ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა დაზარალებულების სარჩელი და თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს დაევალა მოსარჩელეებთან კომპენსაციის გადახდის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება.

საია საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს / 2017-04-11 11:30:43

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რომლის მიზანია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაზარალებულის უფლებებისა და ინტერესების დაცვის გარანტიების გაზრდა. 

საია ეძებს იურისტს თურქული, ბერძნული და იტალიური კანონმდებლობის მიხედვით სამართლებრივი გზამკვლევის შესაქმნელად / 2017-04-11 15:55:43

ტენდერები

საია ეძებს იურისტს თურქული, ბერძნული და იტალიური კანონმდებლობის მიხედვით სამართლებრივი გზამკვლევის შესაქმნელად

მოსაზრებები საკონსტიტუციო ცვლილებებზე ქორწინებასთან დაკავშირებით / 2017-04-12 09:45:47

ახალი ამბები

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შესახებ საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილ ინიციატივას. შემოთავაზებული ფორმულირებით საკონსტიტუციო ჩანაწერი ჰომოფობიურ კონოტაციას ატარებს და ხელს შეუწყობს ლგბტ პირების მიმართ ნეგატიური განწყობების გაძლიერებას. კონსტიტუციაში ამ ცვლილების შეტანას ექნება მსუსხავი ეფექტი ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ქვეყანაში. აღნიშნული ცვლილების მიღების შემთხვევაში კი, მისი ნეგატიური ეფექტის დაბალანსების მიზნით, აუცილებელია პარალელურად დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი სამოქალაქო პარტნიორობის, როგორც ერთი და იმავე სქესის წყვილების სამართლებრივი აღიარების ფორმის, დასაკანონებლად

საიამ ირაკლი ხოფერიას საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა / 2017-04-13 17:54:18

ახალი ამბები

როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებით საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, ირაკლი ხოფერია 2017 წლის 16 თებერვალს სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და მასზე განახორციელეს ძალადობა. როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებით საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, ირაკლი ხოფერია 2017 წლის 16 თებერვალს სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და მასზე განახორციელეს ძალადობა. 

საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით / 2017-04-18 11:03:49

ახალი ამბები

გვსურს, გამოვეხმაუროთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ ცხინვალის რეგიონში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს, რომელიც მიზნად ისახავს  „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - სახელმწიფო ალანიას" სახელის მინიჭებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის GDS -ის კადრებით დაკომპლექტება / 2017-04-18 14:54:57

ახალი ამბები

საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე საკადრო ცვლილებები ადასტურებს 2016 წლის არჩევნების შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციას GDS საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დახურვისა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე GDS -ის თანამშრომელთა გადაყვანის გეგმის შესახებ.