2004 წლიდან დღემდე მიმდინარეობს მუშაობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე რეფორმის კონცეფციის ფარგლებში, რომელშიც საია დასაწყისიდანვე აქტიურად იყო ჩართული. 2004 წლიდან დღემდე დოკუმენტმა არაერთი სახეცვლილება განიცადა. მასში გადმოვიდა მოქმედი სსს კოდექსის პრობლემატური საკითხები – შეიცვალა პირველი მოსმენის დროს პარლამენტის მიერ პრინციპულად გაზიარებული და დამტკიცებული დებულებები და გაჩნდა თვისობრივად ახალი რეგულირებები.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართავს და თხოვს, არ დაუშვან კანონპროექტის არსებული რედაქციით მიღება.
საზოგადოებრივი დისკუსია გამოიწვია ჟურნალის “ცხელი შოკოლადი” დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულმა სტატიამ “არშემდგარი დიალოგი”. განხილვის თემა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის მოადგილის, გია ჭანტურიას მიერ გამოხატული შეუწყნარებლობის გამომხატველი მოსაზრებები გახდა.
გამოხატვის თავისუფლება ის უზენაესი ღირებულებაა, რომელიც თითოეულ ადამიანს აძლევს უფლებას გამოთქვას თავისი აზრი, თუნდაც სხვისთვის მიუღებელი. თუმცა, ევროპის საბჭომ ცალკე რეკომენდაცია შეიმუშავა “მედიისა და შემწყნარებლობის კულტურის განმტკიცების შესახებ”, რომელშიც ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებით მიესალმება “მედიის პროფესიონალთა ინიციატივებს, განამტკიცონ შემწყნარებლობის კულტურა, აღნიშნავს რა, რომ ეს უკანასკნელნი განსაკუთრებით ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებიან იმისათვის, რათა ხელი შეუწყონ ამ ინიციატივებს და უზრუნველყონ მათი ზოგადი აღიარება მედიის ყველა სექტორში.”