სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა / 2009-03-09 20:00:00

ახალი ამბები

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, არსის გალერეაში საიასა და ფოტოგრაფთა კლუბ „GRAF.GE“-სერთობლივ კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

საია კანონპროექტზე ”საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე - დასკვნას აქვეყნებს / 2009-03-11 20:00:00

ახალი ამბები
საია კანონპროექტზე ”საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე - დასკვნას აქვეყნებს.

აღნიშნული დასკვნა გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ბ-ნ პავლე კუბლაშვილს, საქართველოს საპარლამენტო უმცირესობას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

იხილეთ საიას დასკვნა კანონპროექტზე ”საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საიამ რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული 350 პირის სახელით, სტრასბურგის სასამართლოში 50 ინდივიდუალური განაცხადი შეიტანა / 2009-03-15 20:00:00

ახალი ამბები
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად მასობრივად დაზარალდა მშვიდობიანი სამოქალაქო მოსახლეობა. დაირღვა მრავალი სამოქალაქო პირის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, საკუთრების და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება. მრავალი ადამიანი გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის, ასევე  დისკრიმინაციის მსხვერპლი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თავიდანვე გამოხატა მზადყოფნა იურიდიული დახმარება გაეწია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირებისათვის. საიას ადვოკატებმა იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს ასობით მოქალაქეს და მოამზადეს ამ უკანასკნელთა საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპულ (სტრასბურგის) სასამართლოში გასაგზავნად.

საიას განცხადება გირგვლიანის საქმეში მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით / 2009-03-16 20:00:00

ახალი ამბები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება პრეზიდენტის მიერ 2008 წლის 24 ნოემბერს განხორციელებული პატიმართა შეწყალების ფაქტს.
როგორც მოგეხსენებათ, ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გასული წლის ნოემბერში, პატიმართა შეწყალების დროს, აღნიშნული ღონისძიება შეეხოთ სანდრო გირგვლიანის საქმეში მსჯავრდებულ პირებს.
შეწყალების ღონისძიება, ამნისტიისგან განსხვავებით, გულისხმობს არა გარკვეულ დანაშაულში მსჯავრდებულთათვის შეღავათის გამოყენებას, არამედ ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ განხორციელებულ მოქმედებას (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 78).
სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის თანახმად, შეწყალებულმა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიცრებმა, წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად მიაყენეს სანდრო გირგვლიანს ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი სიცოცხლის მოსპობა.

საია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ნატახტარი-აღაიანის მონაკვეთის რეკონსტრუქციის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს / 2009-03-18 20:00:00

ახალი ამბები
19 მარტს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ნატახტარი-აღაიანის მონაკვეთის რეკონსტრუქციის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა.

დღეისათვის საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური თემაა ინფრასტრუქტურის განვითარება, განსაკუთრებით კი, საავტომობილო გზების მშენებლობა და რეკონსტურქცია. ამ პროექტებს ყოველწლიურად საბიუჯეტო სახსრებიდან თუ საერთაშორისო დახმარებებიდან ასეულობით მილიონი ხმარდება.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია – დემოკრატიისათვის განცხადება / 2009-03-22 20:00:00

ახალი ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია – დემოკრატიისათვის, რომელიც აერთიანებს 23 არასამთავრობო ორგანიზაციას, პროტესტს უცხადებს უკანასკნელ პერიოდში სამოქალქო სექტორის წარმომადგენლებზე გახშირებული ზეწოლის ფაქტებს.
ზემოაღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით კოალიციამ 21 მარტს სახალხო დამცველის ოფისში ბრიფინგი გამართა.

საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციის ‘მრავალეროვანი საქართველო’ თავმჯდომარის - არნოლდ სტეფანიანის საქმიანობით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ გადაჭარბებული დაინტერესების ფაქტებს, რამაც უკანსკნელ დღეებში ფსიქოლოგიური ტერორის ფორმა მიიღო. 
კერძოდ, 19 მარტს, საგადასახადო ინსპექციის ბრძანების საფუძველზე, დალუქა შპს ‘გიპერიონი’, რომლის დამფუძნებელია არნოლ სტეფანიანი. შპს-ს ‘გიპერიონი’ დალუქვას წინ უსწრებდა სომხურ ეკლესიასთან მდებარე სუვენირების მაღაზიის დაჯარიმება, რომელიც, როგორც საგადასახადო ინსპექტორების საუბრიდან გაირკვა, არნოლდ სტეფანიანის საკუთრება ეგონათ. 19 მარტსვე დაილუქა არნოლდ სტეფანიანის მამის პროდუქტების მაღაზია, რომელიც ვაზისუბანში მდებარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება 9 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ / 2009-04-02 20:00:00

ახალი ამბები


2009 წლის 9 აპრილს ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გეგმავენ. ამ აქციის მშვიდობიანად ჩატარებას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და სტაბილურობისთვის განსაკუთებით დიდი მნიშვნელობა აქვს.

ქვემოთ ხელისმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება 6 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მოძრაობა "რატომ?"-ის მშვიდობიანი აქციის დაშლასთან დაკავშირებით / 2009-04-06 20:00:00

ახალი ამბები


საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს 6 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მოძრაობა "რატომ?"-ის მშვიდობიანი აქციის დაშლას და ამავე აქციაზე მომუშავე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს პროტესტის უფლებასაც. ამას გარდა, კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

საია სახალხო დამცველის აპარატს 9 აპრილს დაგეგმილი აქციების მონიტორინგში დაეხმარება / 2009-04-07 20:00:00

ახალი ამბები


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სახალხო დამცველის აპარატს 9 აპრილს დაგეგმილი აქციების მონიტორინგის განხორციელებაში 25 მონიტორით დაეხმარება. მონიტორინგი დაახლოვებით ერთ კვირას გაგრძელდება.

მონიტორები დააკვირდებიან აქციების მიმდინარეობას და კანონის შესაძლო დარღვევის შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენებენ სახალხო დამცველს.

საიას მონიტორების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს საქართველოს სახალხო დამცველი გაახმოვანებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და თავისუფლების, შეკრებებისა და მანიფესტაციის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების ხელყოფის შემთხვევაში, სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს ნებისმიერ პირს ორგანიზაციის რვა ადვოკატის მეშვეობით.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად 3 აპრილს სპეციალური განცხადება გაავრცელა და ორივე მხარეს კანონის დაცვისკენ მოუწოდა (იხ. განცხადება http://www.gyla.ge/?display=news&view=736).

საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაცია გმობს მშვიდობიან მომიტინგეებზე გახშირებული თავდასხმის ფაქტებს / 2009-04-10 20:00:00

ახალი ამბები


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს უკანსაკნელი ორი დღის განმავლობაში მშვიდობიან მომიტინგეებზე გახშირებული თავდასხმებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაგმოს, აღკვეთოს და გამოიძიოს ძალადობის თითოეული ფაქტი.